ბავშვთა მასაჟი
ბუნებრივი და ნაზი მზრუნველობა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთი შეხედვით
ნაზი კონტაქტი აუცილებელია ბავშვებისთვის. ბავშვთა მასაჟი განსაკუთრებით სასიამოვნო გზა არის დედისთვის მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებისთვის ბავშვთან და ბავშვის უსაფრთხოდ და მშვიდად ყოფნისთვის.
ბავშვთა რეგულარული მასაჟი
- ხელს უწყობს ნერვული უჯრედების განვითარებას და მოძრაობის უნარებს
- აქვს დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი ეფექტი
- შეუძლია გააძლიეროს ემოციური კავშირი დედასთან და მამასთან
ჩვენი რჩევები
- მასაჟის ოთახი უნდა იყოს თბილი და მყუდრო.
- თავიდან აიცილეთ დროის ზეწოლა ან სტრესი, იმიტომ რომ თქვენი ნერვიულობა გადაეცემა თქვენს ბავშვს.
- ბავშვი დააწვინეთ რბილ საბანზე ან რბილ პირსახოცზე · თუნდაც რეგულარული მასაჟის შემთხვევაში, მასაჟისთვის სწორი დრო სულ არ დაემთხვევა ერთ დროს.
- ბავშვი უნდა იყოს გამოღვიძებული და არ უნდა იყოს დაღლილი. მასაჟი არ უნდა გააკეთოთ საჭმლის მერე ან თუ ბავშვი გაცივებულია.
- თქვენი ხელები თბილი უნდა იყოს და ფრჩხილები კარგად უნდა გქონდეთ მოჭრილი. მოიხსენით სამკაულები რომ არ გააღიზიანოთ ბავშვი
- გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ბუნებრივი ბავშვის ზეთები, როგორიცაა HiPP Baby Oil - დამამშვიდებელი და მზრუნველი მასაჟისთვის
მასაჟი არასასურველია?
ყოველი მასაჟის წინ უნდა ნახოთ რა მდგომარეობაშია თქვენი ბავშვი. თუ თქვენი ბავშვი მოუსვენარია და ცელქობს, არ არის მასაჟისთვის საუკეთესო დრო. თუ თქვენი ბავშვი ტირის მასაჟის დროს, ეცადეთ დააწყნაროთ და სცადეთ თავიდან როდესაც ბავშვი დაწყნარდება. თუ თქვენი ბავშვი ისევ მოუსვენარია, გადადეთ მასაჟი სხვა დროსთვის.