ბავშვის კანი
რა არის განსაკუთრებული ბავშვის კანში?
ბავშვის კანი გაცილებით უფრო თხელია, ვიდრე ზრდასრულის, და ზედა კანის ფენას აქვს ფხვიერი სტრუქტურა და ნაკლებად გამძლეა. ბარიერის ეფექტი დაბინძურების საწინააღმდეგოდ არ არის კარგად განვითარებული და კანი რეაგირებს უფრო მგრძნობიარედ მის გარემოზე.
კანის მჟავას ბუნებრივი დამცავი ფენა ვითარდება ახალშობილებში პირველი კვირის განმავლობაში და ხელახლა წარმოიქმნება მოზარდ ბავშვებში უფრო ნელა, ვიდრე ზრდასრულებში. მას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია- იცავს ბაქტერიებისგან და პათოგენებისგან.
ბავშვების კანის ზედა ფენა შეიცავს მეტ ტენიანობას, ვიდრე მოზრდთა კანის ფენა. ამავდროულად, ნაკლებად ცხიმია წარმოიქმნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშის კანი იფარება ძალიან თხელით, ზეთოვანი წყლის ფენით და შეიძლება ადვილად გამოშრეს. სიცივისგან და ყინვისგან დაცვა ასევე დაბალია.
რატომ უნდა გამოიყენოთ ბავშვის კანის მოვლის პროდუექტები?
დაბადების შემდეგ, ბავშვის კანი სწრაფად ეჩვევა ახალ გარემოს. რამდენიმე თვის დედის მუცელში ყოფნის შემდეგ, მან უნდა შეეჩვიოს ჰაერს და ახალი გარემოს ზემოქმედებას. საკმაოდ დიდი დრო ყველას ეგონა, რომ უკეთესი იქნება, არ გამოიყენოთ აბაზანის პროდუქცია ბავშვის კანზე. ახლა კი ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ წყლით დაბანვა აშრობს ბავშვის კანს. რადგან ბავშვის კანი ასეთი მგრძნობიარეა , ის ვერ აიტანს ისეთ პროდუქტებს, როგორებსაც აიტანს ზრდასრულის კანი. ამ მიზეზის გამო, ჩვენ შევიმუშავეთ ბავშვის სპეციალური კანის მოვლის პროდუქცია HiPP Babysanft, რომელიც არის აბსოლუტურად თავისუფალი არასასურველი ინგრედიენტებისგან და ითვალისწინებს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ბავშვის კანის საჭიროებებს .