მზისგან დაცვის საშუალებები
მზის კრემი- აირჩიეთ სპეციალურად ბავშვებისთვის დამზადებული
დარწმუნდით რომ სპეციალურად ბავშვებისთვის დამზადებულ კრემს ყიდულობთ. იხმარეთ კრემი პარფიუმის, საღებავის და კონსერვანტების გარეშე, რადგან შეიძლება გააღიზიანოს ბავშვის მგრძნობიარე კანი. თავიდან წაუსვით წყალთან კონტაკტის მერე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყალგაუმტარია. ბევრი კრემის წასმა, არ ზრდის დაცვის დროს!
საფუძვლიანად გამოიყენეთ მზის კრემი- არ გამოგრჩეთ ყურები, ფეხის ძირები და თვალების ირგვლივ არეა, თუ არ გაქვთ ეს ადგილები დაფარული.
მზისგან დამწვრობის მიღების რისკი
მზისგან დამწვრობის მიღება არ არის მხოლოდ არასასიამოვნო და მტკივნეული ბავშვისთვის, არამედ ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს
"თქვენი კანი არასდროს ივიწყებს". კანის კიბოს განვითარების რისკი იზრდება, განსაკუთრებით ბავშვებში, განმეორებითი მზის დამწვრობის და ულტრავიოლეტის სხივების მიღების შემდეგ. ერთ-ერთი მიზეზი ამისა არის ის, რომ ახალშობილ ბავშვებს არ აქვთ სრულად განვითარებული აღდგენითი მექანიზმი. კანის ზიანდება მანამდე, სანამ მზის დამწვრობა ხდება. რისკის გრძელვადიანი დაზიანება (მაგ. კანის კიბო) იზრდება კანის გაწითლებამდე. მზის ზემოქმედებასთან პასუხისმგებლობით მოკიდებამ შესაძლოა შეამციროს რისკი. (ნახეთ მზის ზემოქმედება)
თუ მზის დამწვრობა მოხდა:
მსუბუქი მზის დამწვრობა შეიძლება გავანეიტრლოდ ცივ წყალში გაჟღენთილი ტანსაცმლით. გამაგრილებელი ლოსიონები ან კრემები ასევე შეიძლება დაგეხმაროთ. არასდროს არ გამოიყენოთ ზეთოვანი ან ცხიმიანი კრემები. სერიოზულ შემთხვევებში (მით უმეტეს, ღებინების, კანკალის ან სიცხის შემთხვევაში) ექიმთან უნდა მიხვიდეთ!