საიდან მოდის ჩვენი ორგანული ნუში? სად და როგორ იზრდებიან?
თავდაპირველად ველური ნუშის ხე იზრდება ხმელთაშუაზღვის რეგიონებში და უკვე გაშენებულია დიდი ხნის განმავლობაში. ნუშის ზეთს, რომელსაც HiPP იყენებს, ესპანეთიდანაა. ჩვენი ნუშის ხეები იზრდება ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, "კოსტა ბლანკაზე" ალიკანტეს რეგიონში, სადაც იდეალური კლიმატია. ნუშის ხეები ორგანულად იზრდება და თვისდება. (ევროკავშირის ორგანული დებულების შესაბამისად 834/2007/EU)
როგორ ვიღებთ ჩვენ ორგანულ ნუშის ზეთს?
ჩვენი ორგანული ნუშის ზეთი მიღებულია მწიფე და ტკბილი ნუშისგან- "პინჩადოსგან". ესპანეთში, ნუშის მკის დრო არის აგვისტოში, და შემდეგ ტრანსპორტირებულია გერმანიაში. მხოლოდ საუკეთესო ხარისხის კაკალი არის არჩეული, სიცივეში დაპრესილი და შემდეგ გაფილტრული. ამ ყველაფერს ახორციელებს მანქანა. არასასურველი ცილის ელემენტები იფილტრება. წმენდის მხოლოდ ასეთი პროცესი გარანტია სურსათის მუდმივი უვნებლობისა და ხარისხის
რატომ არის ორგანული ნუშის ზეთი ასეთი მაღალი ხარისხის?
ნუშის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ყველაზე ძვირადღირებული კანის მოვლის ზეთია. ნუშის ზეთის შემცველობა წარმოადგენს 50-55%. ნუშის ზეთი არის ღია ყვითელი, საკმაოდ თხელი და ახასიათებს რბილი სურნელი და გემო. თავისი შემადგენლობის გამო, ნუშის ზეთი ეკუთვნის ყველაზე ძვირფას კანის მოვლის ზეთებს და აქვს მკვებავი თვისება: ნუშის ზეთი არის ბუნებრივად მდიდარი და კანისთვის მეგობრული, მონო და ორმაგი უჯერი ცხიმოვანი მჟავების (>90%) რომელიც კვებავს კანს და იცავს მას კარგად. ოლეინმჟავის პროცენტულობა (~70%) არის საკმაოდ მაღალი ნუშის ზეთში, რომელსაც მოყვება ლინოლენის მჟავა (>20%). ლინოლენის მჟავას აქვს საკმაოდ კარგი ეფექტი მშრალ კანზე. ნუშის ზეთი ასევე შეიცავს ბუნებრივად ვიტამინ E-ს, რომელიც არის ანტიოქსიდანტი. ასე რომ იგი იცავს კანს გარეგანი ზეგავლენისაგან.
რატომ შეეფერება ორგანული ნუშის ზეთი ბავშვის კანის მოვლას?
საუკუნეების წინ დამტკიცდა, რომ ნუშის ზეთი ეფექტურია კოსმეტიკური საშუალებებისთვის და ცნობილია თავისი კანის მოვლის თვისებებით. თვითონვე დაადასტურა რომ კარგად ზრუნავს მგრძნობიარე ბავშვის კანზე, რადგან ის განსაკუთრებით კარგად უვლის მგრძნობიარე და მშრალ კანს და აღადგენს ზეთებს. ნუშის ზეთი შეუდარებლად რბილია და არაგამაღიზიანებელი. მისი მკვებავი ეფექტის კომბინაცია სპეციალურ რბილ ხასიათთან, იმას ნიშნავს, რომ ბებიაქალები ხშირად უწევენ რეკომენდაციას, ბავშვის კანის მოვლისთვის