ორსულობა ლაქტაციისას

გილოცავთ! მალე ბავში გეყოლებათ და ორსულობის მთელი ჯადოქრობა ისევ იწყება. გასათვალისწინებელი იქნება, თუ ჯერ კიდევ ლაქტაციის პერიოდი გაქვთ. ამ შემთხვევაში ჩნდება სრულიად ახალი კითხვები, რომლებსაც წინა ორსულობისას საერთოდ არ შეუწუხებიხართ.

ზოგადად მეძუძურ დედები მშობიარობის შემდეგ ჩვეულებრივზე სწრაფად ფეხმძიმდებიან. ზოგიერთ ქალბატონს ოვულაცია მშობიარობის შემდგომი გამონადენის დასრულებიდან მალევე ეწყება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ლაქტაციის პერიოდში დაორსულების სურვილი დიდ ხანს გრძელდება.  

სქესობრივი ცხოვრება ლაქტაციისას

მშობიარობიდან მალევე, პარტნიორთან ფიზიკური სიახლოვის სურვილი ჩვეულებრივ დაბალია. ქალები შეიძლება განიცდიან დაღლილობას, მშობიარობის ნებისმიერი დაზიანება უნდა შეხორცდეს და დედის რძემ შესაძლოა დაიწყოს წვეთ-წვეთად დენა. ბევრი დედა ფიზიკური სიახლოვის სურვილს საკუთარ ჩვილზე ზრუნვით იკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ პარტნიორთან ფიზიკური სიახლოვე ხშირად ეწირება ბავშვთან ერთად დაწყებულ ახალ ყოველდღიურობას.

მაგრამ ეს არ ვრცელდება ყველა ქალზე. თუ თავს კარგად და ჯანმრთელად გრძნობთ, თუ მშობიარობის ტრავმები კარგად განიკურნა და თუ გსიამოვნებთ: განაგრძეთ! თუმცა მშობიარობის შემდგემი გამონადენის დროს აუცილებელია პრეზერვატივის გამოყენება. არა მხოლოდ კონტაცეფციისთვის, არამედ ინფექციისგან თავის დასაცავად. აუცილებელია, რომ საშვილოსნო, რომელიც განკურნების პროცესშია, დაცული იყოს ნებისმიერი მიკრობისგან. 

მშობიარობის შემდგომ და ძუძუთი კვების გამო ჰორმონალური ცვლილებების შედეგად, საშო შესაძლოა ჩვეულებრივზე მშრალი იყოს. ეს „სიმშრალე“, რომელსაც ასევე ლაქტაციურ ამენორეას უწოდებენ, ბევრ დედას აწუხებს. მაგრამ არ ინერვიულოთ, ესეც გაივლის როგორც კი ჰორმონების დონე დასტაბილურდება. იქამდე კი ლუბრიკატი დაგეხმარებათ.

კონტრაცეფცია ლაქტაციისას

ჰორმონალური კონტრაცეპციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგესტოგენური პროდუქტები, როგორიცაა მინი აბი. ტიპიური ესტროგენული პროდუქტები - თითქმის ყველა სხვა სახის კონტრაცეპტული აბი, კონტრაცეპტული პლასტი და ვაგინალური რგოლი - უარყოფითად მოქმედებს რძის წარმოებაზე და არ ინიშნება ძუძუთი კვების დროს. თქვენი გინეკოლოგი სიამოვნებით განიხილავს თქვენთან ერთად სწორ კონტრაცეპციის მეთოდს.

დამტკიცდა, რომ პრეზერვატივი ეფექტურია, როგორც ბარიერული კონტრაცეპციის მეთოდი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებობს სპეციალური ლუბრიკანტები, რომლებიც გამოიყენება პრეზერვატივთან ერთად და ინარჩუნებს მის დამცავ ფუნქციას. 

დაორსულების სურვილი ლაქტაციისას

თქვენი ბავშვი უკვე აქ არის, იზრდება და როგორც ჩანს ეს ძალიან სწრაფად ხდება. სწორედ ამ დროს მეორე ბავშვის ყოლის სურვილი ჩნდება დედებში. ამ სურვილის ასრულება კი ყველა ქალისთვისთვის განსხვავებულად ხდება.

ორსულობის ნიშნები ძუძუთი კვების დროს

ჯერ ოვულაცია, შემდეგ კი მენსტრუაცია - და ზოგჯერ ლაქტაციის დროს პირველი ნაყოფიერი ციკლი არის ის რაც იწვევს ორსულობას. როგორ მიხვდეთ რომ ორსულად ხართ? ამ შემთხვევაში მენსტრუაციის გამოტოვება არ შეიძლება ჩაითვალოს ორსულობის ნიშნად.


ორსულობის ტესტები ჩვეულებრივ მოქმედებს ლაქტაციის დროსაც. გარდა ამისა, ბევრი დედა ამჩნევს, რომ მათი მკერდი უფრო მგრძნობიარე ხდება. ორსულობის დროს რძის რაოდენობა ხშირად შესამჩნევად მცირდება. ზოგიერთი ბავშვი ამ პერიოდში იწყებს ძუძუზე უარის თქმას, ზოგი კი ძუძუთი კვებას ნკლებად განაგრძობს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს აქვთ მძაფრი მადა!

საშიშია თუ არა დაორსულება ლაქტაციისას?

ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობის დროს ძუძუთი კვება უსაფრთხოა. მიუხედავად ამისა, წინასწარ უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს გინეკოლოგთან ან მეანთან. 

ხშირად, სიფრთხილის გამო, რეკომენდაციას უწევენ ძუძუთი კვების შეწყვეტას, მუცლად მყოფი ბავშვის ან დედის დასაცავად ან ძუძუთი კვების შეწყვეტის შესაგუებლად მანამ, სანამ მეორე ბავშვი დაიბადება.  ზოგიერთი მეძუძური დედა განიცდის უჩვეულო აგრესიას მეძუძური ბავშვის მიმართ ან ხდება განსაკუთრებულად მგრძნობიარე მკერდის არეში. ორსულობაში რძის წარმოება მცირდება და ზოგჯერ ის სრულად ჩერდება. ამიტომ ბევრი ბავშვი კარგავს ძუძუთი კვებისადმი ინტერესს, ზოგი კი პირიქით, ძალიან ითხოვს მკერდს და აგრძელებს ძუძუთი კვებას „მშრალად“.

თუ გსურთ ლაქტაციის გაგრძელება და ორსულობა უპრობლემოდ მიმდინარეობს, ძუძუთი კვების გაგრძელების საწინააღმდეგო არაფერია. როგორც შეიძლება მშობიარობის შემდგომი პერიოდიდან გახსოვდეთ, ლაქტაციამ შეიძლება გამოიწვიოს კუმშვები. თუ იგრძნობთ კუმშვებს გთხოვთ მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს. 

ისევე როგორც წინა ორსულობისას, ფოლიუმის მჟავის კარგი მარაგია საჭირო. მეანთან ან გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ სხვა დანამატები, როგორიცაა თუთია ან რკინა. ჩვეულებრივ, საკმარისი სასმელი და ჯანსაღი, დაბალანსებული კვება არის ის, რაც აუცილებელია ნაყოფის, მეძუძური ბავშვისა და დედის კარგი ყოფნისთვის. 

ძუძუთი კვებისა და მეორე ბავშვის დაბადების შეთანხმება

ახალშობილს შეგიძლიათ დაბადებისთანავე, ხოლო თქვენს უფროსს შვილს როცა თქვენ იქნებით მზად მაშინ აწოვოთ ძუძუ. თქვენი რძე თავდაპირველად ზუსტად ერგება ახალშობილს. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი რძე მდიდარია ყველაფრით, რაც თქვენს ახალშობილს სჭირდება. თქვენი მეძუძური უფროსი შვილი ამით სარგებლობს,  და ზოგიერთი საგრძნობლადაც იზრდება.

თუმცა, შესაძლებელია, რომ რძის რაოდენობა საკმარისი იყოს მხოლოდ ერთი ბავშვისთვის. ამრიგად, მიჰყევით შემდეგ წესებს: 

1. ახალშობის აქვს მინიჭებული პრიორიტეტი.

2. თუ ახალშობილის შიმშილის გრძნობა დაკმაყოფილებულია, შეგიძლიათ უფროსსაც აჭამოთ.

ზოგიერთი დედა თითო ბავშვს ანიჭებს საკუთარ მკერდს და მხოლოდ იქიდან აჭმევს. თუ დარწმუნებული არ ხართ როგორ მოიქცეთ, მიმართეთ თქვენს მეანს ან ლაქტაციის ექიმს. 

ტიპიური შეკითხვები და პასუხები ლაქტაციისას ორსულობაზე

შესაძლებელია ძუძუთი კვებისას დაორსულება?

დიახ. თუ არ გსურთ პირველივე ციკლისას დაორსულება უნდა გამოიყენოთ კონტრაცეპტივი. არსებობს ამის სხვადასხვა გზა:

  • პროგესტოგენური პროდუქტები, როგორიცაა მინი აბი
  • ბარიერული მეთოდები, როგორიცაა პრეზერვატივი ან კონტრაცეპტიული დიაფრაგმები

საერთო ჯამში, ნაყოფიერება უფრო დაბალია ძუძუთი კვების დროს. მიუხედავად ამისა, მეორე ბავშვის გაჩენის სურვილი შესაძლოა მოსალოდნელზე ბევრად ადრე შესრულდეს, თუ არ იყენებთ კონტრაცეფციას.

შემიძლია გავაგრძელო ძუძუთი კვება, როცა ისევ ორსულად ვიქნები?

ზოგადად, არ არსებობს მიზეზი ორსულობის დროს ძუძუთი კვების გაგრძელების წინააღმდეგ. თუ თქვენ უკვე გამოცადეთ მუცლის მოშლა ან გაქვთ მიდრეკილება ინტენსიური, ნაადრევი მშობიარობისკენ, რეკომენდირებულია ლაქტაციის შეწყვეტა. თქვენი გინეკოლოგი სიამოვნებით განიხილავს თქვენთან ამ საკითხს. თუმცა, ზოგადად, ძუძუთი კვების დროს გამოთავისუფლებული ოქსიტოცინი მოქმედებს საშვილოსნოზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი და დედა მზად არიან მშობიარობისთვის.

როგორ დავორსულდე ძუძუთი კვების დროს?

თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ ქალებს ხელახლა დაორსულება ძუძუთი კვების დროს განსხვავდება ყველა ქალის შემთხვევაში. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ვარჯიშობთ“, ღამით განზრახ ლაქტაციის შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს ნაყოფიერება. ზოგჯერ საკმარისია ძუძუთი კვების შორის დიდი ინტერვალების გაკეთება. თუ ეს არ დაგეხმარებათ და განაყოფიერება იგეგმება, ლაქტაცია წინასწარ უნდა შეწყვიტოთ. 

ორსულობის დროს ძუძუთი კვება - იღებს ჩემი ბავშვი საკმარის საკვებ ნივთიერებებს?

ორსულობის დროს  პირველ რიგში ნაყოფს მიეწოდება ყველა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება. შემდგომ მოდის თქვენი მეძუძური ბავშვი, რადგან დედის რძე ინარჩუნებს სრულყოფილ შემადგენლობას. ხოლო ამის შემდგომ თქვენი სხეული უზრუნველყოფს, რომ თქვენც კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იყოთ. ამიტომ, როგორც მეძუძურმა ორსულმა, თქვენ უნდა იკვებოთ კარგად და დაბალანსებულად - ასევე უნდა დაგეგმოთ შესვენებები. საჭიროების შემთხვევაში, თქვენი გინეკოლოგი განიხილავს თქვენთან ერთად ფოლიუმის მჟავას, თუთიას, რკინისა და სხვა დანამატების მიღებას.

ინფორმაცია ავტორის შესახებ:

საბრინა სეილერი 2010 წლიდან არის მოხალისე ძუძუთი კვების მრჩევლად და ბავშვის აყვანის,ტარების კონსულტანტად. ის ასევე მუშაობს სარეკლამო კოპირაიტერად და რედაქტორად. იგი მართავს სხვადასხვა ტრენინგებს სამსახურისა და ოჯახური ცხოვრების დაბალანსების თემაზე.