რჩევები მომავალი მამებისთვის

ჩვენ შევადგინეთ რამდენიმე რჩევა მომავალი მამებისთვის, რათა მშობიარობა და ბავშვთან ერთად გატარებული პირველი დღეები მათთვისდაუვიწყარი გახდეს.

დაბადებამდე

  • გვერდში დაუდექით თქვენს პარტნიორს ყველა მნიშვნელოვან ვიზიტზე (მაგ. ანტენატალური გაკვეთილები ან სამედიცინო შემოწმებები)
  • დროულად აცნობეთ თქვენს დამსაქმებელს და გამოიყენეთ დეკრეტული შვებულება თუ ეს შესაძლებელია
  • მოამზადეთ თქვენი სახლი ბავშვისთვის (გამოსაცვლელი დანადგარი გამათბობლით, ბასინეტი, ბავშვის საძინებელი...)
  • შესთავაზეთ თქვენი მხარდაჭერა პარტნიორს ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით

დაბადების დროს

  • შესთავაზეთ მასაჟი, რაიმე დასალევი ან თუნდაც ცივი საფენი შუბლზე დასაფენად.
  • არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ საკვები თქვენთვის და კამერა პირველი ფოტოსთვის
  • დაბადების შემდეგ აცნობეთ მეგობრებს და ახლობლებს თქვენი პატარა ბავშვის სახელი, ზომა და წონა

სახლში დაბრუნება

  • საავადმყოფოდან დედისა და ბავშვის გამოყვანისას გახსოვდეთ, რომ ბავშვის სავარძელი და საბანი მანქანაში გქონდეთ
  • სახლში მისვლისას, დედა აუცილებლად აღფრთოვანებული იქნება „მისასალმებელი“ - ყვავილების თაიგულით
  • შესთავაზეთ ბავშვის დაბანა, გამოცვლა და ფეხით გასეირნება, რათა დაუახლოვდეთ ბავშვს და მისცეთ დედას განტვირთვის საშუალება
  • ასევე დაეხმარეთ ყოველდღიურ საქმეებში, როგორიცაა შოპინგი, საჭმლის მომზადება და რეცხვა
  • შეათანხმეთ სტუმრების მიღება დედასთან. შეგიძლიათ თავად გაუმასპნიძლდეთ სტუმრებს ან მოგვიანებით სთხოვოთ სტუმრობა, მაშინ როდესაც თქვენი რუტინა დალაგდება.