სამშობიარო ჩანთის ჩალაგება - რა უნდა გაითვალისწინოთ
მომავალი მშობლების უმეტესობა ფორსმაჟორულ სიტუაციაშია მშობიარობის დაწყებისას. ბავშვის დაბადება არის მთავარი მოვლენა, რომელიც დეტალურად უნდა დაიგეგმოს. თუმცა, ამავდროულად, უნდა შეეცადოთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა არ დაძაბოთ თქვენი მუცლად მყოფი ბავშვი.
ამიტომაც უნდა ჩაალაგოთ საავადმყოფოს ჩანთა თქვენს დაბადების თარიღამდე. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ აიღოთ იგი, როდესაც მშობიარობა დაგეწყებათ და პირდაპირ საავადმყოფოში გაემართოთ.
ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის სია, რათა სამშობიარო ჩანთა უფრო მარტივად ჩაალაგოთ.
როდის არის საუკეთესო დრო საავადმყოფოს ჩანთის ჩალაგებისთვის?
წინასწარ დანიშნულ დღეს ძალიან ცოტა ბავშვი ჩნდება. ზოგიერთი ცოტა გვიან იბადება, ზოგი კი მოსალოდნელზე ადრე. სწორედ ამიტომ უნდა გქონდეთ საავადმყოფოს ჩანთა გამზადებული დაბადების სავარაუდო თარიღამდე ოთხი კვირით ადრე. ჩაალაგეთ ყველაფერი ორსულობის 36-ე კვირის დასაწყისში.
როგორი ჩანთა გამოვიყენო?
თქვენი ჩანთა არ უნდა იყოს ძალიან პატარა, რადგან მასში უნდა მოათავსოთ როგორც თქვენი, ასევე თქვენი ახალშობილის ნივთები. თუმცა ძალიან დიდი ჩანთის ქონა არაპრაქტიკულია. ამიტომ ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ საშუალო ზომის სამგზავრო ჩანთა, რომლის მოცულობაა დაახლოებით 30-დან 35 ლიტრამდე.
სამგზავრო ჩანთის კარგი ალტერნატივაა ბორბლებიანი ჩანთა. მისი მართვა ბევრად უფრო ადვილია. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა მარტო მოგიწიოთ საავადმყოფოში წასვლა, რადგან ბავშვის დაბადებასთან ერთად ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეძლოთ საკუთარი ჩანთის ტარება. სწორედ ამიტომ ბორბლებიანი ჩანთა შეიძლება უფრო გამოსადეგი იყოს, რადგან მისი მოტრიალება და გაგორება ბევრად უფრო მარტივად შეგიძლიათ. ამით დაგეზოგებათ ძალისხმევა, ეს კი ნამდვილად დაგჭირდებათ მშობიარობის დროს.
ჩამონათვალი: რა მჭირდება?
თქვენი საავადმყოფოს ჩანთში უნდა იყოს თქვენი ტანსაცმელი, ყველა საჭირო აბაზანის ნივთი, თქვენი დოკუმენტები და ასევე ტანსაცმელ თქვენი ბავშვისთვის.
მაშინაც კი, თუ თქვენ გეგმავთ მშობიარობას სახლში, ამბულატორიულ მშობიარობას ან მშობიარობას სამშობიარო ცენტრში, გირჩევთ ჩაალაგოთ პატარა ჩანთა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოგიწევთ საავადმყოფოში წასვლა (და დაგჭირდებათ ღამით დარჩენა).
გამოიყენეთ შემდეგი ჩამონათვალი, რათა გაიგოთ რა უნდა ჩაალაგოთ:
ტანსაცმელი დედიკოსთვის
- 2-3 პიჟამა, მაისური ან საღამური (კომფორტული და თავისუფალი) - ძუძუთი კვებისთვის განკუთვნილი ან წინ ღილებით
- ძველი და კომფორტული მაისური ან ღილებიანი პერანგი, რომ მშობიარობის დროს ჩაიცვათ
- ჩუსტები, რომლებიც არ სრიალებს
- 1 საექთნო ბიუსტჰალტერი (დაახლოებით ერთი ან ორი ზომით დიდი)
- 2 წყვილი შარვალი (სასურველია სპორტული შარვალი იმ ზომის, რაც გეცვათ 6 თვის ორსულობაში)
- 4 წყვილი წინდა
- ბამბის შარვალი/საცვლები – დუღილის საწინააღმდეგო ან ერთჯერადი – მოხდება „მშობიარობის შემდგომი უსიამოვნო შემთხვევები“
- 1 ჯემპრი
- 1 კაბა
- 4 საექთნო პერანგი
- კომფოტრული ტანისამოსი სახლში დასაბრუნებლად
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
თუ ბავშვს საკეისრო კვეთით აჩენთ, დაგჭირდებათ ფართო საცვლები. ასევე გირჩევთ ჩაალაგოთ რამოდენიმე სათადარიგოც ტანსახმელიც.
ჰიგიენური ნივთები დედიკოებისთვის
- ჰიგიენური ნივთები და ყველა სააბაზანო ნივთი (შხაპის გელი, შამპუნი, საპონი, დეოდორანტი, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა და ა.შ.) - ნეიტრალური ან სრულიად უსუნო პროდუქტები - თქვენი ბავშვი უპირატესობას მიანიჭებს “eau de mummy”- ს.
- 2 პატარა პირსახოცი
- 1 საშხაპე პირსახოცი
- 1 ტილო
- საექთნო ბალიშები
მნიშვნელოვანი ჩანაწერები და დოკუმენტები
- საავადმყოფოში მიღების ფორმა (საჭიროების შემთხვევაში)
- ორსულობის ჩანაწერები
- ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი
- დაბადების მოწმობა ან/და ქორწინების მოწმობა
- მამობის აღიარების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში
- მოქმედი პირადობის მოწმობა (პირადობის მოწმობა ან პასპორტი)
- ალერგიის ჩანაწერები ( იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ალერგია)
რჩევა:
თუ ორსულობის დროს მშობიარობის გეგმა გაქვთ მომზადებული, ის აუცილებლად უნდა წაიღოთ საავადმყოფოში. ამ გზით ექიმს შეეძლება მისით ხელმძღვანელობა.
მშობიარობის გეგმაში შეგიძლიათ ჩაწეროთ მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი სურვილები.
სხვა სასარგებლო ნივთები დედიკოებისთვის
- მუსიკა, თავსატეხების წიგნი და ა.შ.
- სასმელები და წასახემსებელი საკვები, მაგალითად შოკოლადი ან დექსტროზის ტაბლეტები
- მობილური ტელეფონი და დამტენი
- საკუთარი საექთნო ბალიში (ჩვეულებრივ, საექთნო ბალიში ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ საავადმყოფოში)
- სათვალეების ან კონტაქტური ლინზების ბუდე და საწმენდი ხსნარი
ტანსაცმელი ბავშვისთვის
- 2 ბოდე ( 50/56 და 62/68 ზომა)
- 1 საძილე კოსტიუმი
- 1 შარვალი
- 1 ჯემპერი
- 1 წყვილი წინდა
- ბავშვის ქუდი და შარფი (თუ ბავშვი დაიბადა შემოდგომაზე ან ზამთარში)
- თხელი ბავშვის ქუდი (თუ ბავშვი იბადება გაზაფხულზე ან ზაფხულში)
- ქურთუკი
- 2 ბავშვის გასახვევი ტილო
- ბავშვის საბანი სახლში დასაბრუნებლად
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
თუ სახლში მანქანით მიდიხართ, დაგჭირდებათ ბავშვის მანქანის სავარძელი. თუმცა, ის თქვენ არ გჭირდებათ საავადმყოფოში, რადგან ის უბრალოდ ადგილს დაიკავებს თქვენს ოთახში. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ის ვინმეს მოატანინოთ გაწერის დროს..
ჰიგიენური ნივთები ბავშვისთვის
- სველი ხელსახოცები
- საწოვარა
რჩევა:
საფენების ჩანთა ასევე აუცილებელი ნივთია. ასე რომ, შეგიძლიათ ბავშვის ჰიგიენური ნივთები მოათავსოთ ცალკე საფენის ჩანთაში, რომელიც შეგიძლიათ თან წაიღოთ საავადმყოფოში.
საავადმყოფოს ჩანთა მამისთვის
- კამერა (თუ არ გაქვთ კამერა მობილურ ტელეფონზე)
- სათადარიგო ტანსაცმლის ნაკრები, კომფორტული სავარჯიშო შარვალი
- ჩუსტები ან კომფორტული კედები
- სათადარიგო საცვალი
- პირსახოცი, შხაპის გელი, კბილის ჯაგრისი, დეოდორანტი და ა.შ.
- საცურაო კოსტუმი აბანოსთვის (წყალში მშობიარობის შემთხვევაში)
- წასაკითხი/რაღაც გასართობი რომ დაკავებული იყოთ
- მუსიკა და ყურსასმენები
- სასმელები და საჭმელები
- მობილური ტელეფონი და დამტენი
- ID ბარათი
ჩანთის ჩალაგება, თუ დაგეგმილი გაქვთ საკეისრო კვეთა
თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ საკეისრო კვეთა, არის რამდენიმე რამ, რაც უნდა გახსოვდეთ საავადმყოფოს ჩანთის ჩალაგებისას.
საკეისრო კვეთის შემდეგ თქვენ გექნებათ ნაწიბური მუცლის ქვედა არეში. სანამ ის ჯერ კიდევ ახალია, არ უნდა გაღიზიანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკერი შეიძლება მოეშვას ან გაჩნდეს ანთება. ამიტომ, თუ გეგმავთ საკეისრო კვეთას, უნდა ჩაალაგოთ როგორც თავისუფალი შარვალი, ასევე რბილი, თავისუფალი ტრუსი. ჩვენ ასევე გირჩევთ ჩაიცვათ მაღალწელიანი შარვალი და შარვალი, რომელიც ჭიპის ზემოთ ამოდის და დამზადებულია ბამბისგან. იმის გამო, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ, ჩვეულებრივ, საავადმყოფოში უფრო მეტხანს გიწევთ ყოფნა, უნდა ჩაალაგოთ უამრავი სათადარიგო ტანსაცმელი.
საკეისრო კვეთის შემდეგ ბევრ ქალს უჭირს ადგომა. მათ არ უნდა დაძაბონ მუცლის კუნთები. ამიტომ, ჩვენ გირვეთ, ჩაალაგოთ ისეთი ჰიგიენური ნივთები, რომელსაც ლოგინში გამოიყენებთ. ეს შეიძლება იყოს პირის ღრუს სპრეი, მშრალი შამპუნი და პატარა ჯიბის სარკე.