კანის მოვლა ორსულობის დროს
ორსულობის დროს ყველა ქალის კანი იცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სახის კანი უფრო ლამაზი და სუფთა გამოჩნდება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გამო, მკერდის მუცლისა და ბარძყის კანს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ქალის შემაერთებელი ქსოვილი ბუნებით ისეა შექმნილი, რომ მისი დაჭიმვა ადვილად არის შესაძლებელი. გარდა ამისა ორსულობის დროს სპეციალური ჰორმონები ქსოვილს უფრო ელასტიურს ხდის. ეს არის ერთადერთი გზა, რათა დავრწმუნდეთ, რომ კანი ადვილად შეეგუება ბავშვის განვითარებისთვის გამოყოფილი ადგილის ზრდას.
მიუხედავად ამისა, ქსოვილის გადაჭიმვა ხშირად ხდება ორსულობის დროს (განსაკუთრებით მუცლის, მკერდისა და თეძოების მიდამოში) და ხდება ხილული არამიმზიდველი სტრიების სახით. მუცლის კედლებზე დაჭიმულობისა და ჰორმონალური ცვლილებების გამო, კანი შეიძლება დამატებით გამოშრეს, შედეგად კი თქვენი შეიძლება იგრძნოთ მუცლის ძლიერი დაჭიმულობა და ქავილი, განსაკუთრებით ორსულობის დასასრულს. ინტენსიური მოვლა ხელს უწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას.
კანზე ზრუნვა
დაცვა და მდიდარი მკვებავებით მოვლა არის ზუსტად ის რაც თქვენს კანს ახლა სჭირდება. HiPP მოვლის საშუალებები იდეალური არჩევანია. ისინი არ შეიცავს არასასურველ ნივთიერებებს და განსაკუთრებით უწყინარია.
HiPP Mamasanft შეიცავს ორგანულ ნუშის ზეთს სერტიფიცირებული ორგანული ნუშისგან. მისი შემადგენლობით იგი ყველაზე ძვირფას მოვლის ზეთებს მიეკუთვნება. ის მდიდარია კანისთვის მეგობრული, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც კვებავს და იცავს კანს.
ორგანული ნუშის ზეთის გამოყენება განსაკუთრებით სასურველია მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის. ამრიგად აღმოჩნდა, რომ ის იდეალურია ჩვილების კანის მოვლისთვის. რაც კარგია ბავშვებისთვის, ასევე დაიცავს და გამოკვებავს თქვენს კანს.