რა გვეხმარება გულძმარვის წინააღმდეგ?
როდესაც გაწუხეთ გულძმარვა, კუჭის მჟავა ამოდის კუჭიდან საყლაპავში, რაც იწვევს წვას ან მკვეთრ არასასიამოვნო შეგრძნებას გულმკერდის არეში. ეს ფენომენი შეიძლება მოხდეს ორსულობის დროს, მაგრამ შემდეგ ის მთლიანად ქრება.
თუ გაწუხებთ გულძარვა, ჩვენ გვაქვს რამდენიმე სასარგებლო რჩევა თქვენთვის: დარწმუნდით, რომ აღარ აღიზიანებთ თქვენს უკვე გაღიზიანებულ კუჭს. ალკოჰოლი და ნიკოტინი ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულ სიაშია! დღის განმავლობაში 5-6 პატარა ულუფა საკვების მიღება იდეალურია. ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ ადრე. ყველა ქალმა თავად უნდა იპოვოს თუ რომელი საკვები ან სასმელი იწვევს მასში გულძმარვას, რათა თავი აარიდოს მას. ეს შეიძლება იყოს ტკბილი, ცხარე ან ბევრი ცხიმის შემცველი საკვები. მაგალითად ყავა ხშირად იწვევს გულძმარვას.
საკვები, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი ეფექტი კუჭზე, შესაძლოა დაგემხაროთ. მაგალითად იოგურტი, რძე, მოხარშული ისპანახი, სტაფილო და კარტოფილი. გულძმარვის შესაჩერებლად კარგი ხალხური მეთოდი კი სიმაღლეზე აწეული მკერდით დაძინებაა, ისე, რომ კუჭის მჟავა საყლაპავში ვეღარ ამოვიდეს.