სტრიები: რჩევები პრევენციისა და მკურნალობისთვის
ორსულობა და მშობიარობა, თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოვლენაა. მაგრამ იგი ორგანიზმისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა. გეზრდებათ მუცელი და იმატებთ კილოგრამებს. ორგანიზმის ახალი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კანი იჭიმება, რაც შემდეგ იწვევს სტრიებს. ბევრი ქალი ებრძვის ამ პრობლემას. შეიტყვეთ მეტი სტრიების შესახებ და თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ისინი.
რა არის სტრიები?
თქვენი კანი შედგება სხვადასხვა ფენებისგან. ერთ-ერთი მათგანია შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ჩვეულებრივ საკმაოდ მკვრივია და უზრუნველყოფს თქვენი კანის ელასტიურობას. მაღალი ელასტიურობა მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, რადგან თქვენი კანი საკმაოდ სწრაფად უნდა მოერგოს ახალ გარემოებებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს შემაერთებელი ქსოვილის გადაჭიმვა, რაც გამოიხატება სტრიების საშუალებით. ისინი, როგორც წესი, მკვეთრად ჩანს და წვრილი ზოლების სახით მოწითალო-ლურჯი ფერებით ჩნდება.
იმისდა მიხედვით, თუ რამდენად გადაჭიმულია შემაერთებელი ქსოვილი, სტრიები შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით. მცირე გამოხატულების შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი სიგრძისა და მილიმეტრის სიგანე. თუმცა, არსებობს ასევე მძიმე ნიშნები, რომელთა სიგანე შეიძლება იყოს ათ მილიმეტრამდე და მრავალი სანტიმეტრის სიგრძით. დიდი სტრიების ჩამოყალიბება შეიძლება მოხდეს მუცლის ქვედა მიდამოში.
მიზეზები: როგორ ვითარდება სტრიები?
ორსულობის პირველ თვეებში სტრიების პრობლემა ნამდვილად არ შეგექმნებათ, რადგან წონაში საერთოდ არ მოიმატებთ. ორსულობის ბოლო თვეებამდე ბავშვი ძალიან სწრაფად არ იზრდება, ამიტომ თქვენი მუცელიც შესაბამისად ასწრებს გაზრდას. შემაერთებელ ქსოვილში შენახული კოლაგენი იხსნება, რაც იწვევს სტრიებს.
გარდა ამისა, ორსულობის დროს წარმოიქმნება მეტი კორტიზოლი, მნიშვნელოვანი ჰორმონი. იგი უარყოფითად მოქმედებს კანის ელასტიურობაზე. სტრიების თავიდან ასაცილებლად სხეულზე უნდა იზრუნოთ, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში.
დიდი პრობლემა კი ის არის, რომ სტრიების გაჩენის შემდეგ ძნელია მათი მოშორება. დაზიანებულ შემაერთებელ ქსოვილს არ გააჩნია რეგენერაციის უნარი. თუ იღბლიანი ხართ, სტრიები შეიძლება წლებთან ერთად იმ დონემდე გაქრეს, რომ თითქმის ვერც შეამჩნიოთ. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კოსმეტიკურ ჩარევას.
გსურთ იცოდეთ რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ორსულობის ცალკეულ კვირებში? დაათვალიერეთ ჩვენი პრაქტიკული HiPP ორსულობის კალენდარი.
სტრიების პრევენცია - შესაძლებელია?
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს წარმატების გარანტია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სტრიების თავიდან აცილება. მაშინაც კი, თუ ისინი მთლიანად არ გაქრება, ამან შეიძლება მაინც გახადოს ისინი უფრო პატარა და ნაკლებად შესამჩნევი.
თუმცა, მიდრეკილება აქ მთავარ როლს თამაშობს. არიან ქალები, რომელთა შემაერთებელი ქსოვილი ძალიან ელასტიურია, ამიტომ თითქმის არ ყალიბდება სტრიები. სხვებისთვის, წონის ოდნავი მატებაც კი იწვევს სტრიების წარმოქმნას.
სხვათა შორის, სტრიები მხოლოდ ორსულებს არ აწუხებთ. ადამიანები, რომლებიც სწრაფად იმატებენ წონაში, ასევე ხშირად განიცდიან მძიმე სტრიებს.
საუკეთესო რჩევები სტრიების წინააღმდეგ
აქვე გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომ არ დაგჭირდეთ იმის ყურება, თუ როგორ იზრდება თქვენს სხეულზე სტრიები. ამ რჩევებით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ სტრიების გადაჭარბებული წარმოქმნა:
- ჯანმრთელი და დაბალანსებული კვება ორსულობის დროს
ჯანსაღი, დაბალანსებული კვება უზრუნველყოფს თქვენი სხეულის და შესაბამისად თქვენი კანის ყველა მნიშვნელოვანი ვიტამინით და მინერალით მომარაგებას. სპილენძი და მანგანუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის შემაერთებელი ქსოვილის მაქსიმალური ელასტიურობის შესანარჩუნებლად. ამ ელემენტებს შეიცავს ღვიძლი, შვრიის ფანტელები, თხილი, თევზი, ოსპი, პარკოსნები და სხვა. ასევე ვიტამინი C, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება სალათის ფურცლებში, უზრუნველყოფს ორსულობის დროს კოლაგენის საკმარისი რაოდენობით გამომუშავებას, რაც შემაერთებელ ქსოვილს უნარჩუნებს ელასტიურობას. უმჯობესია ეცადოთ ორსულობის დროს 15 კგ-ზე მეტი არ მოიმატოთ. ორსულობის დროს დაბალანსებული და ჯანსაღი დიეტით თქვენ შეგიძლიათ ამის მართვა. - ბევრი წყალი და უშაქრო ჩაი
კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ორგანიზმი ყველა მავნე ნივთიერებისგან იცლება. ამის მიღწევა შეგიძლიათ დღეში მინიმუმ ორი-სამი ლიტრის დალევით. დალიეთ ანადუღარი წყალი და უშაქრო ჩაი. თავიდან უნდა აიცილოთ გაზიანი და შაქრიანი სასმელები. - რეგულარული ვარჯიში
იმისთვის, რომ ორსულობისას ზედმეტი წონა არ მოიმატოთ და კანი მაქსიმალურად მკვრივი გახადოთ, ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ საკმარისად ვარჯიშობთ. არ ინერვიულოთ - რა თქმა უნდა, არ გჭირდებათ მაღალი აქტივობის სპორტი, არც ეს არის პროდუქტიული. ყოველდღიური გასეირნება საკმარისია იმისათვის, რომ კანი მაქსიმალურად მყარი იყოს.
სტრიების პრევენცია მასაჟის საშუალებით
მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. სისხლის კარგი მიმოქცევა თავის მხრივ დადებითად მოქმედებს შემაერთებელი ქსოვილის ელასტიურობაზე. ამიტომ რეგულარულ მასაჟს შეუძლია თავიდან აიცილოს სტრიები. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი HiPP Mamasanft ტანის გამამკვრივებელი კრემი.
ჯაგრისით მასაჟი
ჯაგრისით მასაჟი არა მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებაა, არამედ ძალიან ეფექტურია, რადგან ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამ მასაჟის გაკეთება მარტივად შეგიძლიათ შხაპის მიღებისას ამიტომ ამისთვის დამატებითი დროის გამონახვა არ მოგიწევთ. გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი და მსუბუქი წრიული მოძრაობებით დაიმასაჟეთ მუცლის არე. ჯაგრისის კარგი ალტერნატივაა მასაჟის ხელთათმანიც. მასაჟის შემდეგ ეფექტის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ კრემის ან ზეთის წასმაც.
მჩქმეტავი მასაჟი
კიდევ ერთი ვარიანტია პინჩის მასაჟი, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ კვირაში ორ-სამჯერ. ის ასევე ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და შემაერთებელ ქსოვილს უფრო ელასტიურს ხდის. სანამ მასაჟს დაიწყებთ კანი უნდა დაატენიანოთ, რომ უფრო მარტივი დასამუშავებელი გახდეს. ეს მასაჟი გულისხმობს მუცლის კანის ცერა და საჩვენებელ თითს შორის მოქცევას და ფრთხილად, ოდნავ მაღლა აწევას. თუმცა ეს დიდი ხანი არ უნდა გაგრძელდეს და დაუყოვნებლივ უნდა გაუშვათ ხელი.
ორსულობის რომელ კვირაში ხართ ამჟამად ჩვენი პრაქტიკული HiPP ორსულობის კალკულატორით შეგიძლიათ გაიგოთ
მასაჟი მასაჟის ზეთით
თუ გსურთ მთელი სხეულის მასაჟი, გამოიყენეთ მასაჟის ზეთი. დაიტანეთ მასაჟის ზეთი ხელზე და შემდეგ წრიული მოძრაობებით გაინაწილეთ იმ ადგილებში, სადაც მასაჟის გაკეთება გსურთ. კანის მასაჟი უმჯობესია საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ზეთით მასაჟი ქალების უმეტესობისთვის ძალიან სასიამოვნოა. ეფექტის მისაღწევად სასურველია მისი ორჯერ გაკეთება.
ვიტამინი E სტრიების საწინააღმდეგოდ
ბევრი ქალი სტრიების მკურნალობისას ვიტამინ E-ს მეშვეობით ცდილობს. დადასტურებულია, რომ ეს კანს უფრო მკვრივს ხდის და სტრიების განვითარების ნაკლები შანსია. იმისათვის, რომ გაიგოთ თუ როგორ იმოქმედებს თქვენს შემთხვევაში ეს მეთოდი, უმჯობესია თავად სხადოთ. შეგიძლიათ მიირთვათ საკვები, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია E ვიტამინით და/ან გამოიყენოთ შესაბამისი ზეთი. ვიტამინი E გვხვდება თხილში, მზესუმზირის თესლში, კალეში, სოიაში,მარცვლეულში და ა.შ.
როგორ მოვიშოროთ სტრიები
სტრიები, როგორც წესი, არ არის მტკივნეული. ქალების უმრავლესობას მხოლოდ მათი ვიზუალი აწუხებთ. ორსულობის დროს სხეული ძალიან იცვლება. ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს - და ეს სხვადასხვა გზით გამოიხატება. სტრიები კი მისი ნაწილია.
გაწუხებთ თქვენი სტრიები? არსებობს მის შესამცირებად სხვადასხვა გზები არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს თუ რომელი მეთოდია თქვენთვის შესაფერისი. სამწუხაროდ, სტრიების მოცილება ყოველთვის მთლიანად არ არის შესაძლებელი.
ლაზერული თერაპია სტრიების მოსაშორებლად
თუ არცერთმა საცდელმა კრემმა შედეგი არ გამოიღო და ორსულობის შემდეგ კვლავ გაქვთ სტრიები, მათი მოცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ლაზერული მკურნალობაა. ლაზერული მკურნალობის მიზანია შემაერთებელ ქსოვილში კოლაგენის სტიმულირება ისე, რომ შეიქმნას ახალი ქსოვილი, რომელიც ბევრად უფრო მყარია. თუ ტკივილის მიმართ ძალიან მგრძნობიარე ხართ, მკურნალობის დროს შეიძლება უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლოთ. ასევე შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება და სიწითლე. თუმცა ისინი რამდენიმე დღის შემდეგ ქრება.
გარკვეულ პირობებში, სასურველი შედეგის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე სესია. ფასები იწყება დაახლოებით 350 ევროდან. სესების რაოდენობასთან ერთად იზრდება ფასებიც. როგორც წესი, მკურნალობის ხარჯებს ჯანმრთელობის დაზღვევა არ ფარავს.
ულტრაბგერითი თერაპია სტრიების მოსაშორებლად
ლაზერული მკურნალობისგან განსხვავებით, ულტრაბგერითი მკურნალობა ბევრად უფრო უმტკივნეულოა. ის მიზნად ისახავს მეტაბოლიზმის გაძლიერებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილში აქტიური ნივთიერებების შენახვა, რომლებსაც აქვთ რეგენერაციული ეფექტი.
მიკრონედლინგი სტრიების მოსაშორებლად
ვინაიდან მიკრონემსებით მკურნალობა გულისხმობს მცირე ნემსით მუშაობას, ეს მეთოდი სულაც არ არის შესაფერისი ტკივილის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის. იგი არ იწვევს ძლიერ ტკივილსმ თუმცა ნემსის ჩხვლეტის გარეშე ამ პროცედურას ვერ ჩაიტარებთ.
კანი მუშავდება ნემსებით და იქმნება პატარა ხვრელები. ეს მიზნად ისახავს კანის რეგენერაციას, რათა ახალი კოლაგენი წარმოიქმნას და შემაერთებელი ქსოვილი გაძლიერდეს. შედეგის მისაღებად დაგჭირდებათ დაახლოებით სამი - ექვსი სესია. ერთი სესია გრძელდება 30-დან 60 წუთამდე.
მიკრონემსით მკურნალობის 1 სესია დაახლოებით 160 ევრო ღირს. მკურნალობის ხარჯებს ჯანმრთელობის დაზღვევა არ ფარავს.
ტატუ სტრიების საწინააღმდეგოდ
კიდევ ერთი ტენდენცია არსებობს სტრიებთან ბრძოლაში. ბევრი ქალი უბრალოდ იკეთებს ტატუს სტრიების დასაფარად. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ტკივილთან არის დაკავშირებული. მაგრამ ამ გზით თქვენ წყვეტთ რა დაამშვენებს თქვენს სხეულს სამუდამოდ.