ნაბიჯ-ნაბიჯ გახდით ძუძუთი კვების ჩემპიონი
ძუძუთი კვება არის ყველაზე ბუნებრივი კვება თქვენი შვილისათვის. როგორც მშობიარობის დროს უნდა იცოდეთ სწორი სუნთქვის ტექნიკა, ასევე ძუძუთი კვებას სჭირდება სათანადო ცოდნა. თუ თქვენ არ იცით, როგორ კვებოთ ძუძუთი, საჭიროა დაიხმაროთ მედდა, რომელიც აღმოგიჩენთ სათანადო დახმარებას თქვენსავე სახლში.
ბებიაქალი არის სპეციალურად მომზადებული ჯანდაცვის მუშაკი, რომელიც ეხმარება დედას ძუძუთი კვების დროს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დახმარება ყოველდღიურად შესაბამის ფასად ჩვილის დაბადებიდან პირველი 10 დღის შემდეგ. დამოუკიდებელი ბებიაქალის მისამართი შეგიძლიათ მოიძიოთ ყვითელ გვერდზე, ან მეგობრებისა და ბავშვის ექიმის დახმარებით.
კვებეთ ჩვილი ძუძუთი ყოველთვის, როდესაც ის მშიერია და ამ დროს თქვენს სარძევე ჯირკვლებს მიეწოდება სიგნალები, რათა აწარმოოს მეტი რძე. შესაბამისად რძის რაოდენობა იმატებს.
მოძებნეთ კომფორტული და მშვიდი ადგილი, სადაც შეგიძლიათ ბავშვს აჭამოთ.
ბავშვი უნდა გეჭიროთ მოხრილ მკლავში. მისი ტანი მეორე ხელით ოდნავ დაბლა უნდა იყოს დახრილი, თავი მკლავზე გადაწოლილი. ცერა და ნეკა თითით დვრილი ისე უნდა მიმართოთ ბავშვის პირისაკენ, რომ მან ცხვირით თავისუფლად ისუნთქოს.
სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია.დვრილი ფრთხილად მიუტანეთ ჩვილს ტუჩთან და დაელოდეთ სანამ არ გააღებს პირს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვმა მარტო დვრილის თავი არ წოვოს. დვრილის თავი სრულად უნდა მოექცეს ბავშვის პირში, მხოლოდ ასეთნაირად ხდება სწორი კვება.
ეცადეთ ბავშვმა ჯერ ერთი ძუძუ დაცალოს მთლიანად, რადგან სრული დაცლის შემთხვევაში რძეში ცხიმიანობა საგრძნობლად იმატებს. ასეთი კალორიული რძე გადასცემს ბავშვს არა მარტო ცხიმ-მჟავებს, არამედ სრულად აკმაყოფილებს მას. ყოველთვის მიეცით მეორე ძუძუც მაშინვე და აცადეთ მანამ, სანამ თვითონ შეწყვეტს ჭამას. შემდეგი ჭამა დაიწყეთ იმ ძუძუთი, რომლითაც წინა ჭამა დაამთავრეთ.
ბავშვი წოვას რომ დაამთავრებს,ჩაუდეთ ნეკა თითი ტუჩის კუთხეში, რათა პირი გააღებინოთ და იოლად მოაშორეთ მკერდს.
თქვენ და თქვენი ბავშვი ხართ უნიკალური და ერთობლიობა, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ თუკი ძუძუთი კვებას ვერ ახერხებთ. და ისევე, როგორც ყველა გუნდს, შესაძლოა დაგჭირდეთ გარკვეული რჩევები, სანამ ისწავლით სწორ კვებას. მანამდე კი შეინარჩუნეთ სიმშვიდე თქვენც და თქვენმა პატარამაც. თქვენი მედდა აღმოგიჩენთ საჭირო დახმარებას და მოგცემთ სასარგებლო რჩევებს. ასევე დაგეხმარებათ ჩვენი ვიდეო ფილმიც.