რას უნდა მიექცეს ყურადღება ძუძუთი კვებისას?

ძუძუთი კვება არის ყველაზე ბუნებრივი კვება თქვენი შვილისათვის. როგორც მშობიარობის დროს უნდა იცოდე სწორი სუნთქვის ტექნიკა ძუძუთი კვებას სჭირდება სათანადო ცოდნა. თუ გიჭირთ ბავშვის ძუძუთი კვება სჯობს დაიხმაროთ მედდა, რომელიც აღმოგიჩენთ სათანადო დახმარებას თქვენსავე სახლში.

ბებიაქალი გახლავთ სპეციალურად მომზადებული ჯანდაცვის მუშაკი, რომელიც ეხმარება დედას ძუძუთი კვების სწავლებაში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დახმარება შესაბამის ფასად ყოველდღიურად, ჩვილის დაბადებიდან 10 დღის განმავლობაში. დამოუკიდებელი ბებიაქალის მისამართი შეგიძლიათ მოიძიოთ ყვითელ ფურცლებზე, ან მეგობრების და ბავშვის ექიმის დახმარებით.

მნიშვნელოვანი:

  • კვებეთ ბავშვი, როდესაც მშიერია და ეს იქნება სიგნალები თქვენი სარძევე ჯირკვლებისათვის, რათა აწარმოოს მეტი რძე. ამ გზით გამოიყოფა იმდენი რძე, რამდენიც საჭიროა ბავშვის კვებისათვის.
  • აცადეთ ბავშვს მთლიანად დაცალოს ჯერ ერთი ძუძუ და როდესაც დაიცლება, რძის ცხიმიანობა იზრდება. თქვენს პატარას სჭირდება კალორიებით მდიდარი რძე, რათა  წონაში მოიმატოს. ამასთან ყოველთვის მიაწოდეთ მეორე ძუძუც.
  • გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ ბავშვმა მხოლოდ ძუძუს თავი არ წოვოს. ეს იწვევს დვრილის დაზიანებას. ამიტომ აწოვეთ მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად შია ბავშვს.
  • წოვის დროს ჩვილმა მთლიანად უნდა მოიქციოს დვრილი პირში.
  • არ მოიშოროთ ჩვილი მკერდიდან უცბად, თორემ შეიძლება გატკინოთ დვრილის თავი. ცერისა და ნეკა თითის დახმარებით შექმენით სივრცე დვრილის გარშემო და ფრთხილად მოაშორეთ ბავშვის პირი მკერდიდან.