რა უნდა გავითვალისწინოთ ძუძუდან რძის გამოწველის დროს?
ბავშვის დაბადებისთანავე პირველი რამდენიმე კვირის შემდეგ, არსებობს სიტუაციები, როცაგიხდებათ საყიდლებზე სიარული, ექიმთან ვიზიტები, ან გაქვთ სოციალური ვალდებულებები და ამიტომ გიხდებათ სახლიდან გასვლა. ხანდახან ხანგრძლივი დროითაც.
შეგიძლიათ თქვენი ბავშვი თქვენთან ერთად წაიყვანოთ, ან დამხმარე ქალს დაუტოვოთ, საჭიროების შემთხვევაში? თქვენ ყოველთვის შეძლებთ იპოვოთ წყნარი ადგილი, რათა ბავშვი გამოკვებოთ ძუძუთი. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ შეგიძლიათ წინასწარ გამოწველილი რძე დაუტოვოთ მომვლელს , ან მამას, ან ახლობელს, რომ ბოთლით მიაწოდონ ჩვილს საკვები.
გამოწველილი დედის რძე სიფრთხილით უნდა მიეწოდოს ბავშვს, მედდის რჩევის შესაბამისად.
გამოწველილი რძე შეინახეთ მაცივარში + 4 ° C - + 6 ° C (ამოწმეთ ტემპერატურა თერმომეტრით) შესაბამისად, მჭიდროდ დახურული, სუფთა ბოთლით (მინის ან პლასტმასის) მაქსიმუმ 2 დღით. გამოწველილი რძე არ უნდა იყოს მოთავსებული მაცივრის კარებზე, არამედ უკანა მხარეს, სადაც უფრო მეტად დაბალი ტემპერატურაა.