საბავშვო ფორმულის შემუშავების ეტაპები
1968: ადაპტირებული რძის ფორმულა
ცილოვანი შემადგენლობისმსგავსება დედის რძესთან.
დედის რძის ცილა შემადგენლობის მიხედვით განსხვავდება ძროხის რძისაგან. მაშინ როდესაც ძროხის რძე შედგება 80% კაზეინისა და 20% შრატის ცილისაგან, დედის რძეში მათი თანაფარდობა შეადგენს 40% კაზეინს და 60% შრატის ცილას.
ცილის კომპოზიციის ადაპტაცია ჩვილის ფორმულაში, შრატის ცილის დამატებით, გახდა პირველი ნაბიჯი იმისათვის,
რომ ჩვილის საკვები მაქსიმალურად მიახლოვებოდა დედის რძის იდეალურ შემადგენლობას, და საბოლოო ჯამში ბავშვის ორგანიზმს ადვილად აეთვისებინა.
1992: ადაპტირებული რძის ფორმულა
დედის რძის შემადგენლობაში შედის ცხიმოვანი მჟავები, რომელთაც შეიწოვს ბავშვის სხეული და რომელიც აუცილებელია ტვინის ნერვული უჯრედებისა და მხედველობისათვის. ომეგა 3 და -6-ს ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ ხანგრძლივი ჯაჭვის მრავალ-გაუჯერებელ ცხიმმჟავებს ან მოკლედ "LCPs" ან "LCPUFAs" . პირველი ნაერთი LCPs-ისა შედგებოდა კვერცხისა და თევზის ზეთისაგან. დღეს, დამატებით გამოიყენება განსაკუთრებული მცენარეული ზეთები, რომელთაც უფრო სასიამოვნო გემო აქვთ.
LCPs განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში, რადგან ამ ასაკში ჩვილის სხეული თვითონ ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს მათ. ამიტომ, როდესაც ვირჩევთ ბავშვის საკვებ ფორმულას, შეამოწმეთ არის თუ არა მასში LCPs დანამატი.
1998: პრობიოტიკები
პრობიოტიკების სპეციალური კულტურები ჩვილი ნაწლავები სათვი.
დედის რძე შეიცავს სხვადასხვა პრობიოტიკის კულტურებს, რომლებიც შეიძლება ინდივიდუალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. პრობიოტიკები დედის რძის საშუალებით გადაეცემა ბავშვს ძუძუთი კვების დროს, მიეკვრება ნაწლავის კედლებზე და განდევნიან არასასურველ ბაქტერიებს. ამით უზრუნველყოფენ ნაწლავური ფლორის სიჯანსაღეს და აძლიერებენ მეძუძური ჩვილის იმუნურ თავდაცვას. ამიტომ არის, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილი განსაკუთრებით კარგად არის დაცული.
1998 წლიდან ჩვილის ფორმულები უკვე ბაზარზეა და მისი ფორმულა ეყრდნობა პრობიოტიკს, როგორც დედის რძის შემადგენლობაში მთავარ დამცავ კომპონენტს. 2002 წელს HiPP იყო პირველი ბრენდი, რომელმაც შექმნა ბუნებრივი რძის მჟავას ბაქტერიების კულტურა დედის რძისაგან იზოლირებულად, რომელიც ეკუთვნის ბუნებრივ ბინადარს ადამიანის ნაწლავში.
2002: პრებიოტიკები
პრებიოტიკები - საკვები ბოჭკოები, როგორც პრობიოტიკების საკვები.
დედის რძე შეიცავს დიდი რაოდენობით პრებიოტიკურად აქტიურ რძის შაქარს (ოლიგოსაქარიდებს). ეს ხელს უწყობს დადებითი პრობიოტიკების ზრდას, რათა უფრო სწრაფად გამრავლდნენ და ხელი შეუწყონ ბავშვის ნაწლავის დამცავი ფენის აშენებას.
2002 წლიდან ზოგიერთი ჩვილის ფორმულები პრებიოტიკური საკვები ბოჭკოებით იქნა გამდიდრებული, რაც უზრუნველყოფს ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის ჯანსაღი ნაწლავური ფლორის შენებას. ისინი შეიცავენ რძის სახარიდებს-(ოლიგოსაქარიდებს )(GOS) მიღებულს ბუნებრივი რძის შაქრისაგან, ეს თითქმის იგივეა,რაც დედის რძე. ზოგიერთი ბრენდი ასევე იყენებს ხილის-ოლიგოსაქარიდებს(შაქარს) (FOS).
2011: პრობიოტიკები და პრებიოტიკები
დედის რძეში ყოველთვის არის იმუნიტეტის უნარის მქონე კომბინირებული პრო და პრებიოტიკების ელემენტები, რომლებიც ერთობლივად იცავს ჩვილის იმუნურ სისტემას. ასევე, ძუძუს რძე უზრუნველყოფს ბავშვს არა მხოლოდ დამცავი პრობიოტიკული კულტურით ან პრებიოტიკების დიეტური ბოჭკოებით, არამედ კომბინაციით, რომელიც აუცილებელია ჩვილის განვითარებისათვის და მათ უწოდებენ „ დამცავ ბუდეს“.
წლების მანძილზე კვლევის შემდეგ HiPP იყო პირველი ბრენდი, რომელმაც 2010 წელს წარმატებით ჩაუშვა წარმოებაში ახალი თაობის ფორმულა. იგი შეიცავს ბუნებრივი რძის მჟავას კულტურას და პრებიოტიკული ბოჭკოების (GOS) ნაერთს. ისინი ხელს უწყობენ ძუძუზე მყოფი ჩვილის ჯანსაღი ნაწლავური ფლორის ჩამოყალიბებას.
2011 წლის მარტიდან ეს ნაერთი არის უკვე ყველა HiPP BIO კომბიოტიკისა და HA კომბიოტიკის ფორმულებში.
ამ გზით, HiPP სთავაზობს ჩვილის საკვების სრულ ფორმულებს და სხვა ფორმულებს, რომლებიც დამზადებულია ბუნებრივი რძის მჟავას კულტურებსა და პრებიოტიკულ ბოჭკოებზე, ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილთათვის.