საკვების ბოთლი - როგორ მოვამზადოთ გემრიელი საჭმელი?
ჩვენი ფორმულა არის გამდიდრებული სასარგებლო ინგრედიენტებით. იგი განკუთვნილია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ძუძუთი კვებაზე იმყოფებიან. გარდა ფორმულისა, თქვენს პატარას მუდმივად სჭირდება მოფერება და ალერსი ჯანსაღი განვითარებისათვის.
ეს არ ნიშნავს იმას,რომ თუ ჩვილი ხელოვნურ კვებაზე გყავთ, ის ნაკლებ ალერსსა და სიყვარულს იღებს პირიქით, ბავშვი კვების დროს ზუსტად ისე უნდა გეჭიროთ ხელში, როგორც ძუძუს წოვების დროს უჭირავთ ჩვილები დედებს და თანაც მუდმივად უყურებდეთ მას. ასეთ დროს ბავშვი ბედნიერია, თუნდაც ბოლომდე არ დაცალოს ბოთლი.
ოპტიმალური მომზადება
ფორმულის საკვების მომზადების დროს ზუსტად მისდიეთ მომზადების შეფუთვის მითითებებს. სწორი კვებისა და კუჭის-ნაწლავის ნორმალური მოქმედებისათვის ზუსტად დაიცავით წყლისა და ფხვნილის ოდენობა. მანამ, სანამ ჩვილის იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ძლიერი არ არის, მაქსიმალურად დაიცავით სისუფთავის წესები. ბოთლი უნდა დამუშავდეს ზუსტად ჭამის წინ. ხელები, კოვზი და ბოთლის ყველა ნაწილი უნდა იყოს აბსოლიტურად სუფთა.
გამოიყენეთ ანადუღარი წყალი ფხვნილის გასაზავებლად.
შესაფერისი ტემპერატურა
ჭამის დაწყებისას ბოთლის სითბო არ უნდა აღემატებოდეს 37 გრადუსს (სხეულის ტემპერატურა). დაიწვეთეთ რამოდენიმე წვეთი მაჯის შიდა მხარეს, თუ თბილია საჭმელი და არ გწვავთ ხელს, მიეცით პატარას, ეს არის უმარტივესი მეთოდი.
ბავშვი სხვადასხვა ოდენობით ჭამს დღის განმავლობაში მადის მიხედვით და დაე, ჭამოს იმდენი რამდენიც უნდა, ხოლო თუ დარჩა, არ შეინახოთ, გადაღვარეთ, მისი კვლავ გამოყენება არ შეიძლება.
სუფთა საწოვარა ნიშნავს ჯანმრთელ ბავშვს
ბოთლის ყველა ნაწილი და მათ შორის საწოვარა კარგად უნდა გაირეცხოს ჭამის შემდეგ, რეზინის საწოვარები ხშირად უნდა გამოხარშოთ (სილიკონის არ გამოხარშოთ). გამოიყენეთ ყოველთვის სპეციალური კოვზი ფხვნილის ამოსაღებად, ამ კოვზს არ სჭირდება არც გამოხარშვა და არც სტერილიზაცია. უბრალოდ გაწმინდეთ საშრობი ქაღალდით და შეინახეთ ფხვნილის ყუთი საიმედო და მშრალ ადგილას.