სპეციალური ფორმულა
როდის არის უკეთესი მივცეთ HiPP-ის Anti-Reflux-ის სპეციალური ორგანული ფორმულა?
ბევრი ჩვილი აღებინებს ჭამის შემდეგ. ეს სრულიად ნორმალურია და არ ღირს ნერვიულობად მანამ, სანამ ბავშვი ხალისიანია.და მაინც, თუ ბავშვი ხშირად აღებინებს და აბოყინებს დაუკავშირდით თქვენს პედიატრს.ისინი დაადგენენ, საჭიროა თუ არა არჩეული HiPP Anti-Reflux Organic-ის ფორმულის მოხმარების გაგრძელება.
HiPP Anti-Reflux Organic-ის სპეციალური ფორმულა შეიცავს locust bean gum-ს, რომელიც ასქელებს ფორმულას და არ აძლევს საშუალებას საჭმლის უკან ამოღებას კუჭიდან. შედეგად მცირდება ქაფიანობა საყლაპავ მილში.
უკეთესია სპეციალური ფორმულა მიიღოთ ექიმის ნებართვის შემდეგ და მისი მეთვალყურების ქვეშ გამოიყენოთ.
რისთვის არის ბავშვების HiPP Comfort ფორმულა განკუთვნილი?
ჩვილის ნაწლავები ჯერ კიდევ ძალიან მგრძნობიარეა პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. კუჭ-ნაწლავის ჩივილები, როგორიცაა შებერვა, მეტეორიზმი, ან ყაბზობა არ არის იშვიათი. გამოცდილებიდან ვიცით, რომ თქვენი ბავშვის ყოველდღიური მშვიდი რეჟიმი, კუჭის მასაჟი და ბოყინი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ კუჭ-ნაწლავის სირთულეებს. პატარების უმეტესობას დროთა განმავლობაში თავისთავად უქრება ყველა ჩივილი.
თუ ჩვილს აწუხებს ყაბზობა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და სწორად შეარჩიეთ ფორმულის დოზა.
თუ თქვენი ბავშვი განიცდის საჭმლის მომნელებელი სისტემის ხშირ დარღვევებს,რასაც ერთვის ხშირი ტირილი, სპეციალური ფორმულა
HiPP Comfort-ი დაგეხმარებათ ბავშვს მოუხსნას ყაბზობით, ღებინებით და შებერვით გამოწვეული ჩივილები და აუცილებლად მისცემს მას შვებას.
თქვენი პედიატრი თვითონ გირჩევთ, არის თუ არა სპეციალური ფორმულა მიზანშეწონილი და რა თქმა უნდა, ექიმის განსაკუთრებული ზედამხვედელობით და მისი რჩევების გათვალისწინებით უნდა იქნას ის გამოყენებული.
არის თუ არა, ალერგიული რისკის მქონე ბავშვისთვის სასარგებლო HiPP-ის სპეციალური ფორმულები?
HiPP- 2-ის სპეციალურ ფორმულას აქვს სხვადასხვა დანიშნულება, კერძოდ: HiPP Comfort-ის ფორმულა განკუთვნილია ალერგიის პრევენციისათვის, ალერგიის და მასში ცილოვანი კომპონენტების შესამცირებლად.
HiPP-ის Anti-რეფლუქსური ორგანული სპეციალური ფორმულა განსხვავებულად მუშაობს. იგი შეიცავს ერთ უცვლელ ცილას და ამიტომ არ შეიძლება მიეცეს ალერგიული რისკის მქონე ჩვილს, ზრდის პირველი 6 თვის განმავლობაში, იმიტომ, რომ სასურველია რისკის ქვეშ მყოფი ჩვილები იკვებებოდნენ დედის რძით ნახევარი წლის განმავლობაში მაინც, რომელშიც ბევრად ნაკლებია ჰიდროლიზის შემცველობა. გთხოვთ, მიმართეთ თქვენს პედიატრს ასეთ სიტუაციაში და მისდიეთ მის რჩევებს.
ჩემი ბავშვი აღებინებს, აწუხებს შებერილობა: რომელ ფორმულას მირჩევთ ?
თუ თქვენს ბავშვს აქვს კუჭის პრობლემები და ხშირად აზიდებს, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ პედიატრს. ის იცნობს თქვენს ბავშვს და შეუძლია სწორად შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა და გადაწყვიტოს, რომელი ფორმულა არის საუკეთესო მოცემულ სიტუაციაში. როგორც წესი, კუჭის მომნელებელი სისტემა უფრო საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგრამ არც სხვა სიმპტომები არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე.
შემიძლია თუ არა შევურიო ერთმანეთს HiPP-ის სპეციალური ფორმულა და HiPP-ის ჩვილის ფორმულა?
პრინციპში ეს შესაძლებელია. შეგიძლიათ შეურიოთ HiPP-ის ფორმულები და ჩვილის სპეციალური ფორმულები, მაგრამ არის თუ არა ეს მიზანშეწონილი, ამას მაინც ექიმი წყვეტს.უნდა გავითვალისწინოთ, რომ სპეციალური ფორმულის მთავარი დანიშნულებაა ყაბზობის , შებერვის და კუჭ-შეკრულობის ჩივილების მოხსნა სპეციალური შემადგენლობის ფორმულის დახმარებით.თუ ჩვილს ხშირად აზიდებს, დაეხმარება განსაკუთრებით სქელი და ნაღების სისქის
HiPP-ის Anti-რეფლუქსური ორგანული სპეციალური ფორმულა, რომელიც ამცირებს საკვების ქაფიანობას საყლაპავ მილში. ჩვეულებრივი ჩვილის ფორმულა კი ასეთ შედეგს ვერ იძლევა.