ძუძუთი კვება
როდის და როგორ უნდა მივცეთ ჩვილს საკვები?
როცა თქვენი პატარა მშიერია მაშინვე მოაწოვეთ. ამით ბავშვი მიეჩვევა ჭამას მაშინ, როცა შია, ანუ მოთხოვნილების მიხედვით და რამდენიმე დღეში სარძევე ჯირკვლებიდან რძის ნაკადის ოდენობაც გაიზრდება. თუ ბავშვის მადა მოიმატებს, ის უფრო ხშირად მოითხოვს ჭამას და მაშინ ,შესაბამისად, დედის რძეც მოიმატებს.
იღებს თუ არ ჩემი ბავშვი საკმარის რძეს?
თქვენი ბავშვის საკვების ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს ყოველდღიურად. მინიშნება იმაზე, საკმარისად იკვებება თუ არა ბავშვი შეგიძლიათ განსაზღვროთ საფენის სიმძიმიდან გამომდინარე, თუკი საფენის გამოცვლა 4-5ჯერ სჭირდება. ამასთან, ბავშვი უნდა აწონოთ ყოველ კვირას, რათა დაადგინოთ იკვებება თუ არა იგი საჭირო ოდენობის საჭმელით.
როდის, როგორ და რა რაოდენობით უნდა ვკვებოთ ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შემდეგ?
არ არსებობს ხელოვნურ კვებაზე გადასვლის დადგენილი წესები. დედა და ბავშვი უნდა შეეგუოს ახალ სიტუაციას ნელა-ნელა და შეიძლება ინდივიდუალურად განსხვავდებოდეს დროში. ხელოვნურ კვებაზე გადასვლა თვითონ ბავშვის არჩევანია და ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად და არა სწრაფად, რათა ბავშვისთვის ნაკლებად სტრესული იყოს.
ხელოვნურ კვებაზე გადასვლასთან ერთად რძის ნაკადის ოდენობაც ნელ-ნელა მცირდება ძუძუში,რაიმე გართულების გარეშე(შესიება, დაჩირქება). ამ გზით თქვენი პატარა უმტკივნეულოდ გადადის ხელოვნურ(დამატებით) კვებაზე და ამასთან ღებულობს კიდევ უფრო მეტ სითბოს დედისაგან.