(Vitamin) D-ძვლის სიმტკიცისათვის

ბავშვები ნელ-ნელა შეიმეცნებენ სამყაროს და უფრო და უფრო აქტიურები ხდებიან. D ვიტამინი ზრდის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. კალციუმთან ერთად ვიტამინი D მთავარ როლს ასრულებს ძვლების შენებაში და მათ ჯანსაღ ჩამოყალიბებაში.

უახლესი გამოკვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვების უმეტესობა განიცდის D ვიტამინის დეფიციტს ორგანიზმში.

90 D ვიტამინი-„მზის ვიტამინი“

D ვიტამინი არის ერთადერთი ვიტამინი, რომელსაც ჩვენი სხეული თვითონ ქმნის კანის ქსოვილში. იმისათვის, რომ აწარმოოს  D ვიტამინი, კანს უნდა ხვდებოდეს მზის სხივები.

ამიტომ ეწოდება მას „მზის ვიტამინი“

დაახლოებით, 80 - 90%  D ვიტამინის-ის შექმნა  მოდის კანზე და მხოლოდ 10 - 20% არის  საკვებზე.

თუმცა, ზამთარში UVB(ულტრაიისფერი) სხივები ჩვენს განედზე არ არის საკმარისად ინტენსიური D ვიტამინის შესაქმნელად, ან საერთოდ არ იწარმოება, ან მხოლოდ მინიმალური რაოდენობით. გარდა ამისა, ჩვენ  ნაკლებად გავდივართ გარეთ და თანაც თბილად გვაცვია. ხოლო ზაფხულში,  ვცდილობთ ბავშვები ნაკლებად გავაჩეროთ მცხუნვარე მზის ქვეშ (> SPF 15) და ამიტომ ვიტამინი D-ს წარმოქმნა არ ხდება სათანადო ოდენობით. არ არის გამორიცხული, რომ D ვიტამინის დონე შეიძლება შემცირდეს  დროთა განმავლობაში. თუმცა,  ის ასევე მნიშვნელოვანია მოზარდებისთვისაც და საკვები არის დამატებითი წყარო D ვიტამინის წარმოქმნისათვის, თუმცა არა საკმარისი ოდენობით, რომლის დონეც ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო მცირდება. გერმანიის კვების საზოგადოება ვარაუდობს, რომ მოსახლეობის  დაახლოებით 60%  განიცდის Dვიტამინის ნაკლებობას.

ბავშვებს და  მოზარდებს სჭირდებათ ძლიერი ძვლების მასის შენება ზრდის პერიოდში, რადგან სხეული მხოლოდ პირველი 20 წლის განმავლობაში აშენებს ძვლების სისტემას და შემდეგ წყვეტს მას.

მხოლოდ ისინი, ვისი ძვლებიც  ჩამოყალიბდა ბავშობაში, მხოლოდ მათ აქვთ სრული გარანტია მათი სათანადოდ გამოყენებისა დანარჩენი ცხოვრების მანძილზე.

კალციუმი და D ვიტამინი არიან  უმნიშვნელოვანესი კომპონენტები ძლიერი ძვლების მშენებლობისათვის. კალციუმი ითვლება სამშენებლო აგურად  ძვლებისათვის. ვიტამინი D ეხმარება საკვებიდან კალციუმის მისაღებად  და შემდგომ  ამარაგებს  ძვლებს. ძლიერი ძვლების  შენება შეუძლებელია ვიტამინი D-ის  გარეშე.ის აგრეთვე ხელს უწყობს სხვა მეტაბოლურ ფუნქციებს ორგანიზმში და გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზეც.

 

 

სწორედ ამიტომ, ჩვილს ვაძლევთ დამატებითი აბის სახით დედის რძესთან ერთად  ან  ჩვილის საკვებ ფორმულასთან ერთად, ვინაიდან  D ვიტამინის ნაკლებობამ ძვლების  ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაში,  შეიძლება გამოიწვიოს რაქიტის  რისკი. მიეცით ბავშვს აბის სახით ე.წ. ბავშვის მეორე ზაფხულის დადგომამდე.

ბავშვი მაინც იზრდება,  მისი ძვლების მასაც იზრდება. ზოგ მშობელს არ სურს მისცეს  ჯანმრთელ ბავშვს ვიტამინი აბის სახით, ჭამის შემდეგ, ყოველდღე და უარს ამბობენ ამ დამატებით საშუალებაზე ორგანიზმში ვიტამინის დონის ასამაღლებლად. თუმცაღა, ეს ვიტამინი დღემდე განიხილება, როგორც საუკეთესო საშუალება ძვლის მასის ზრდისთვის. 

ვინაიდან ბავშვებს აბის დალევა არ მოსწონთ და საკვების სახით უკეთესად იღებენ -HiPP-ის Growing-up-ის რძეს, ის არის სწორი არჩევანი თქვენი შვილის  ჯანმრთელობისათვის. ამ საკვებში არის ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა ძვლის უჯრედების შენებისათვის. 

 

HiPP-ის ნაერთი -Growing-up-ის რძე შეიცავს ყველაფერს , რაც საჭიროა მოცემული ასაკის ბავშვებისათვის: კალციუმს და ვიტამინ  D-ს ძვლის სისტემისათვის და ჯანსაღი კბილებისათვის, ხოლო Omega-3  ტვინის და ნერვული უჯრედებისათვის.

ჩვენ ვიღებთ D ვიტამინს ორი გზით.ის ყველაზე მეტად კანის ქსოვილში წარმოიქმნება. მისი მოცულობა დამოკიდებულია მზეში ყოფნის ხანგრძლოვობასთან . ზაფხულში, მზისაგან ზედმეტად თავის დაცვა, ან ზამთარში ბევრი ტანსაცმლით კანის დაფარვა, ასუსტებს ვიტამინის წარმოქმნას ორგანიზმში.

გარდა ამისა, საკვები, რომელიც შეიცავს ვიტამინ D-ს, დაგეხმარებათ  ამ  ვიტამინის დონის გაზრდაში. თუმცა, მხოლოდ  რამდენიმე საკვებია, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობით D ვიტამინს, როგორიცაა თევზი (მაგ ქაშაყი, ორაგული). ღვიძლი, კვერცხის გული და ზოგიერთი საკვები სოკო, თუმცა მათში ვიტამინის მოცულობა მნიშვნელოვნად დაბალია. საშუალოდ, მხოლოდ 2 - 4 მგ ვიტამინი D-ს მიღება შეიძლება საკვებიდან. 

სწორედ ამიტომ, HiPP-მა  გაამდიდრა  D ვიტამინით რძის პროდუქტების ფორმულები, ოპტიმალური რაოდენობით. მხოლოდ 2 ნაწილი HiPP Growing-up რძე შეიცავს 10 მგ Dვიტამინს.

მითითებები ძლიერი ძვლებისათვის

ძვლების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ადრეულ ასაკში, რადგან მხოლოდ სიყმაწვილის პერიოდში ხდება მათი მასის შენება, და ვინც 20 წლის ასაკამდე იზრუნებს მათზე, ამით საფუძველს უყრის ჯანსაღ ორგანიზმს.

რა ეხმარება ძვლების გაძლიერებას

  • საკვები და სასმელი, რომელიც შეიცავს D ვიტამინს და კალციუმის კომპონენეტებს: რძე და რძის პროდუქტები ხელს უწყობს კალციუმის მიწოდებას, ასევე კამა და ბროკოლი. თევზის ქონი არის შესანიშნავი წყარო D ვიტამინის. პირველ წელს D ვიტამინი უნდა მიეცეს აბის დანამატის სახით, გარდა დედის რძისა ან ჩვილის ფორმულისა, არსებობს HiPP -ის ნაერთი - ჩვილის რძე, რომელიც შეიცავს კალციუმს და D ვიტამინს ძლიერი ძვლების შენებისათვის ადრეულ ასაკში.
  • როგორ ვიყოთ უფრო აქტიური და როგორ გავიძლიეროთ კუნთები: სწორი დიეტა არ არის საკმარისი ძლიერი ძვლების ჩამოყალიბებისათვის. მუდმივი მოძრაობა- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკია ძვლების და კუნთების განვითარებისათვის. ბავშვებმა უნდა იმოძრაონ ბევრი და ივარჯიშონ ადრეული ასაკიდან, მაგალითად , ძალიან სასარგებლოა ამ ასაკში საბავშვო ტანვარჯიში.
  • თამაში გარეთ: სუფთა ჰაერი და მზე არის შესანიშნავი ყველა ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით "გარე თამაშები", როგორიცაა დაჭერობანა, ლახტაობა ან ბურთის თამაშები, რომელიც არის სახალისოც და ხელსაც უწყობს ჯანსაღი ძვლების განვითარებას. ისარგებლეთ შესაძლებლობით და ითამაშეთ შვილებთან ერთად გარეთ -ორმაგი სიხარული "double fun" გარანტირებულია! მაგრამ, ამასთან გთხოვთ მიიღოთ ზედმეტი მზისგან თავის დაცვის ყველა ზომები.

წყაროები:

1. Thierfelder W et al. (2007) Biochemical measures in the German Health Interview and Examination Survey for Children and Adolescents (KiGGS). Bundesgesundheitsblatt Gesundheitsforschung Gesundheitsschutz 50(5-6):757-770.

2. Hower J (2008) Winterlicher Vitamin D-Mangel bei Kindern und Jugendlichen. Eine Praxisstudie aus Mühlheim an der Ruhr (51°N). Kinder- und Jugendarzt 8:552-555.

3. Kersting M (2008) Die Zufuhr von Kalzium und Vitamin D – Ergebnisse der DONALD-Studie. Kinderärztliche Praxis 79:296-299.

4. Deutsche Gesellschaft für Ernährung; Österreichische Gesellschaft für Ernährung; Schweizerische Gesellschaft für Ernährungsforschung, Schweizerische Vereinigung für Ernährung (DACH): Hrsg. Referenzwerte für die Nährstoffzufuhr - Vitamin D. 1. Auflage, 4. korrigierter Nachdruck ed. Frankfurt/M.; 2012.