HiPP-მა შექმნა ახალი თაობის რძის ფორმულა, რომელიც ეფუძნება უახლეს მეცნიერულ კვლევებს ამ დარგში.
HiPP-ის ნაერთი შეიქმნა ნატურალური მოდელის მიხედვით
-პრობიოტიკები
-პრებიოტიკები (GOS)
-ვიტამინ A,C და D იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად
ნაპოვნი პროდუქტები: {{ countAllLabel }}
კატეგორია
უფრო მეტი: პროდუქტი
ფილტრი
მნიშვნელოვანი რჩევა
ძუძუთი კვება არის საუკეთესო თქვენი ბავშვისათვის, რადგან დედის რძე უზრუნველყოფს ბავშვს ყველა მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით. გარდა ამისა, ძუძუთი კვება ყველაზე იაფი საშუალებაა თქვენი ბავშვის მოსავლელად, ის იცავს ჩვილს ინფექციებისა და ალერგიებისაგან და აძლიერებს ურთიერთობას დედა-შვილს შორის. HiPP დარწმუნებულია ძუძუთი კვების უპირატესობაში, როგორც დედისათვის, ისე შვილისათვის და სრულად უჭერს მხარს ძუძუთი კვებას, ისევე როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
თემა - დედის რძე და ძუძუთი კვება შეიცავს ინფორმაციას ძუძუთი კვების სიკეთეზე და ვიდეოს საშუალებით გვიხსნის, თუ როგორ ვაწოვოთ ჩვილს, აგრეთვე გვაძლევს რჩევებს ძუძუთი კვების დროს. ადრეული და ხშირი ძუძუთი კვება ხელს უწყობს რძის ნაკადის მოცულობის ზრდას. დაბალანსებული დიეტა ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდი ხელს უწყობს ძუძუთი კვების ხარისხის ამაღლებას.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ უარი თქვათ ძუძუთი კვებაზე , ან გადახვედით ნაწილობრივ ძუძუთი კვებასა და ბოთლით კვებაზე, უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება შეგიმცირდეთ რძის ნაკადის მოცულობა. მას შემდეგ, რაც ძუძუთი კვების შეწყვეტაზე მიიღებთ გადაწყვეტილებას, უკან დაბრუნება ძნელია. თუ გადაწყვიტეთ ჩვილის ფორმულის გამოყენება, გაიარეთ კონსულტაციები თქვენს პედიატრთან ან თქვენს მედდასთან. ფორმულის მომზადებისათვის მისდიეთ ინსტრუქციებს, რომელიც მოცემულია პაკეტზე. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები.