რწმენა: რძის ფორმულების ორგანული ხარისხი
რწმენა: რძის ფორმულების ორგანული ხარისხი
სახელი HiPP პირველ როგში გვახსენებს ქილებში ბავშვთა კვება ს. როდის გახდა HiPP რძის ფორმულები რეალურად ხელმისაწვდომი?
კლაუს ჰიპი: ბევრმა ადამიანმა ალბათ არც იცის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რძის ფორმულას აგერ უკვე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 18 წელია, რაც ვთავაზობთ რძის ფორმულებს ორგანული ხარისხით. და, რა თქმა უნდა, დედებს აქვთ ისეთივე ზრუნვის და ყურადღების მოთხოვნა პროდუქციის მიმართ, როგორსაც ისინი იყენებენ ჩვილის ორგანული კვების პერიოდში.
რატომ გამოვიყენოთ ორგანული რძე?
კლაუს ჰიპი: ვინაიდან რძე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ჩვილის რძის ფორმულაში, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საიდან ვიღებთ ამ რძეს და როგორ იკვებებიან ის ძროხები, რომელთაგანაც მას ვიღებთ. ჩვენი მეწველი ძროხები იმყოფებიან სათანადო გარემო-პირობებში და იკვებებიან ჩვენს საკუთარ მდელოებზე, ჩვენი მინდვრებიდან მოთიბული თივით და მოწეული მარცვლეულით.
გენმოდიფიცირებული საკვების გამოყენება საერთოდ გამოირიცხება ორგანული წარმოების მეურნეობებში.
ორგანული ხარისხი არის არა მხოლოდ კარგი ჩვენი ნაწარმისათვის, არამედ, მას სასარგებლო წვლილი შეაქვს გარემოს დაცვაში, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან, ვინაიდან არ ვიყენებთ ქიმიურ შესასხურებელ ხსნარებს.
რატომ გააკეთა არჩევანი HiPP-მა ორგანულ ხარისხზე და რძის ფორმულებში მის გამოყენებაზე?
კლაუს ჰიპი: ბავშვზე ფოკუსირება არის დიდი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, 50 წლის ორგანული ტრადიციებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მკაცრად გავაკონტროლოთ ორგანული რძე, რომელიც გამოიყენება რძის ფორმულებში. რა თქმა უნდა, ეს უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი რძე, რამაც შეიძლება სხვა მეწარმისაკენ გაგახედოთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ: ღირს არჩევანის ჩვენზე გაკეთება.