სწორი კვება ძილის წინ

მშვიდი ღამის ძილი ისეთივე მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისა და ჯანსაღი განვითარებასათვის, როგორც მშობლებისათვის.

გარდა დამამშვიდებელი ძილის რიტუალებისა და ძილის სათანადო გარემოს შექმნისათვის, ასევე საჭიროა ადვილად მოსანელებელი საღამოს კვება,რათა არ დავამძიმოთ ბავშვის კუჭი, რომელიც განაპირობებს მშვიდ ძილს მთელი ღამის განმავლობაში.

აქვე სჯობს იცოდეთ, რომ საღამოს ფაფა უშაქროდ უნდა მისცეთ. ბავშვთა კვების კვლევითი ინსტიტუტის რჩევების მიხედვით 4 - 6 თვიდან ჩვილი უმჯობესია გადავიყვანოთ ეტაპობრივად ხელოვნურ კვებაზე, ბევრ მშობელს ებადება ერთი და იგივე კითხვა: რომელი ფაფაა უკეთესი ღამის კვებისათვის?

რომელი საკვები არის უკეთესი ჩვილისათვის, რათა ადვილად მოინელოს, სრულად დაიკმაყოფილოს შიმშილი და ტკბილადაც დაიძინოს მთელი ღამის განმავლობაში

რძიანი ბურღულეული ფაფები არის უკვე ნაცადი და ტესტირებული ტრადიციული არჩევანი საღამოს საკვებად. რძე შეიცავს განსაკუთრებულ საკვებ ელემენტებს და ადვილად ასათვისებელ ცილას. ნაზი მარცვლეულის ფანტელები კი ენერგიის წყაროა. საკვები ფანტელები უზრუნველყოფენ ორგანიზმს საჭირო ხანგრძლივი პერიოდით. ამავე დროს ბავშვს აღარ აწუხებს შიმშილის გრძნობა ღამით და მშვიდად სძინავს.

ეს არის საუკეთესო გზა დღის დასასრულებლად და ძილისათვის მოსამზადებლად:

ყურადღება მიაქციეთ თქვენი ბავშვის სიგნალებს. ვახშამი არ უნდა იყოს ისეთი მომქანცველი, რომ ჭამის დროს დაიძინოს, იმისათვის, რათა მშვიდად და ხანგრძლივად იძინოს ღამით, ბავშვს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო ჭამისათვის, რომ სრულად დაკმაყოფილდეს. მოდით დღე დასრულდეს მშვიდად და ეცადეთ, რომ თქვენი პატარასათვის დაგეგმილი თითოეული მოქმედება წარიმართოს ბუნებრივად.

რომელი ღამის ფაფებია უკეთესი ღამის საკვებად?

მხოლოდ ის, რაც დედიკოს უნდა: მაგალითად ორგანული "Good Night" გასაზავებელი რძის ფაფა, ასევე HiPP-ის საღამოს საკვები ქილებში უშაქროდ. შესაბამისი რძე ჩვილისათვის, რომელშიც საჭირო ოდენობითაა მაღალი ხარისხის ცილები, აგრეთვე ნაზი საკვები ფანტელები, რომლებიც ხანგრძლივი და მშვიდი ძილის გარანტიას იძლევა.

HiPP-მა გადაწყვიტა გამოიყენოს მხოლოდ ის ინგრედიენტები, რომლებსაც დედები თვითონ იყენებენ ბავშვის საკვებად და დაუმატეს შერჩეულ ვიტამინებს და კალციუმს, რომელიც ჩვილის რძიან ფაფებში მკაცრად განსაზღვრული ოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი.

სრული არომატიზებული გემოსათვის კვლავ გთავაზობთ HiPP Good Night-ის ფაფებს დამატებითი ბოსტნეულის პორციით. მათ არ აქვთ დამატებული შაქარი და ერთ სრულ ვახშამს წარმოადგენს. ყველა HiPP-ის Good Night ფაფას მინიჭებული აქვს HiPP ორგანული ხარისხის ნიშანი.

შენიშვნა:

HiPP-ის Good Night-ის უშაქრო ფაფა შეგიძლიათ გათქვიფოთ რამდენიმე კოვზ ხილის წვენთან ერთად სურვილისამებრ, რადგან არც ისინი არ შეიცავენ შაქარს.

არ დაგავიწყდეთ კბილების გასუფთავება ძალიან მნიშვნელოვანია:

არ დაგავიწყდეთ კბილების გასუფთავება. ჩვენ გვაქვს ბევრი სასარგებლო რჩევა კბილების მოვლასთან დაკავშირებით აქ.