დიეტა 7-9 თვიდან
ზოგიერთ ბავშვს 6 თვიდან უკვე კბილები ამოსდის. ამ დროიდან მათ შეუძლიათ ენის და პირის კუნთების უკეთესად მოძრაობა. მე-8 თვიდან, დროა, მივცეთ დასაღეჭი საკვები პატარა ულუფებით.
დილით ადრე: რძე დილით ისევ საუკეთესო საკვებია. მოაწოვეთ ბავშვს, ან მოუმზადეთ HiPP 2 Follow-on-ის რძის ფორმულა. იგი ასევე სასარგებლოა ამ ასაკის ბავშვებისათვის. 8 თვიდან ასწავლეთ დალევა ფინჯანიდან, რაც კარგია როგორც მისი განვითარებისათვის, ასევე კბილებისათვის.
გვიან დილით: შეგიძლიათ გააგრძელოთ ძუძუთი კვება, ან მისცეთ HiPP Milk-ის ფორმულა. თუ თქვენი ბავშვი ძალიან მშიერია, მიეცით დამატებით სხვადასხვა სახის HiPP-ის ხილისა და მარცვლეულის საკვები, რომლის მონელებაც ადვილად ხდება. ეს ფაფებს ახასიათებს და ამავე დროს უკლავს მთლიანად შიმშილს.
შუადღის კვება: 8 თვიდან უკვე შეგიძლიათ მისცეთ ამ ასაკის ბავშვისათვის განკუთვნილი საკვები. ეს გახლავთ რბილი და პატარა ნაჭრების სახით დამზადებული საკვები.ასეთი საკვები ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს საჭმლის ღეჭვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის და მეტყველების სწავლისათვის. ამ ასაკის ბავშვების საკვების მოცულობა, რა თქმა უნდა, უფრო დიდია.
დღის მეორე ნახევარში: გვიან შუადღეს, მარცვლეულისა და ხილის ფაფა არის იდეალური. HiPP-ის ხილი და ხილი@ მარცვლეულის ფაფა ასევე შესანიშნავია დასაღეჭად 8 თვის და უფრო მეტი ასაკის ჩვილებისათვის. ახალი ხილის არომატის შემცველობის მრავალფეროვანი საკვების არჩევანი. ასევე შეგიძლიათ შეურიოთ ერთმანეთს HiPP-ის ორგანული მარცვლეულის ფანტელებისა და HiPP-ის რბილი ხილი. (იხილეთ მითითება პაკეტზე.)
მე -7 თვიდან მეტი არჩევანი გაქვთ საუზმეზე. უკვე შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს HiPP-ის ხილი და იოგურტი ან HiPP-ის ორმაგი ხილი, ხილის იოგურტი ხაჭოს კრემით.
პირველი მოკბეჩა მე -8 თვიდან. არსებობს HiPP-ის ისეთი მრავალფეროვანი სასუსნავები, როგორიცაა HiPP-ის Baby Biscuit ნამცხვარი, HiPP-ის Baby Rusk -ხრაშუნა ნამცხვარი, HiPP-ის ფეტვის ფანტელები, ან HiPP-ის ბრინჯის ნამცხვარი, როგორც იდეალური სასუსნავი ჭამის შუალედებში.
საღამოს: ასევე გაქვთ ფართო არჩევანი, HiPP-ის Good Night საკვები უშაქროდ ქილაში და რძე მასში შესარევად, რომელსაც აქვს ოდნავ უხეში სტრუქტურა, ასევე რამდენიმე ახალი სახის არომატული საკვები მე -8 თვიდან.
სასმელები: მესამე ხელოვნური საკვების შემდეგ აუცილებელია ბავშვს შევთავაზოთ რაიმე დასალევი: ბავშვის წყალი,უშაქრო ჩაი, ჩაის ნარევი, ხილი და გაზავებული ხილის წვენები.
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები
ჩემს ბავშვს ჯერ კბილები არ ამოსვლია. შეიძლება მივცე შედარებით მკვრივი საკვები?
კი, რა თქმა უნდა, რადგან საკვები დამზადებულია ისეთი სახით, რომ ყბებს შეუძლიათ ადვილად დაღეჭონ ლუკმები.
ჩემს ბავშვს არ მოსწონს უხეში საკვები. როგორ მოვიქცე?
გააგრძელეთ კვება პიურეს სახის საკვებით და თანდათან გადადით 8 თვის ბავშვის მენიუზე.
რა მოცულობის უნდა იყოს ულუფა?
ჩვენს ქილებში 8 თვის ასაკის ბავშვისათვის შესაფერისი საკვებია, რომელიც მიეწოდება უმეტეს ბავშვს. თუმცა ზოგი ბავშვი მეტს ჭამს, ზოგი ნაკლებს. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, როცა ბავშვის მადა იცვლება. თუ ბავშვი ძალიან მშიერია, შესთავაზეთ ხილის დესერტი.
რჩევები კბილების სიჯანსაღისთვის: პირველი კბილის ამოსვლისთანავე მოუარეთ ბავშვის კბილებს ძილის წინ: არ მისცეთ საჭმელი კბილების გასუფთავების შემდეგ არ გამოიყენოთ დარჩენილი საჭმელი ან ჩაი, როგორც დამამშვიდებელი საშუალება და მიაქციეთ ყურადღება ბავშვმა სწრაფად დალიოს და მერე ტყუილად არ ღეჭოს საწოვარა არ გაუშვათ ბოთლი ხელიდან. ეცადეთ, სწრაფად შესვას და ტყუილად არ ღეჭოს საწოვარა. მიაჩვიეთ ბავშვი ფინჯნიდან დალევას 8 თვის ასაკიდან.