ბავშვის ზომიერი კვება
რატომ გირჩევთ სხვადასხვა და მრავალფეროვან ხელოვნურ საკვებს ახლა - განსხვავებით ადრინდელი პერიოდისა?
პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვილისათვის სასიამოვნოა ახალი გემოს შეგრძნება და ის ამისათვის სრულიად გახსნილია. ამიტომ უკვე მიზანშეწონილია, რომ ბავშვს ამ ასაკში მივაწოდოთ ახალი და ჯანსაღი მრავალფეროვანი საკვები. რაც უფრო ადრე გაუგებს გემრიელ საჭმელს გემოს ბავშვი, მით უფრო ადვილად შეეჩვევა მას. ადრე მხოლოდ ერთი სახის დიეტურ საკვებს ვთავაზობდით ალერგიების საწინააღმდეგოდ, ახლა კი მრავალი სამეცნიერო კვლევით დადგინდა, რომ ასევე აუცილებელია თევზის, კვერცხის ან რძის მიცემა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ხელოვნურ კვებაზე გადასვლისთანავე.
როგორ განვახორციელო პრაქტიკულად ბავშვის დიეტა?
შუადღის კვება ბავშვისთვის პირველი სრულყოფილი ხელოვნური საკვებია. შესანიშნავია, რომ არსებობს საკვების ამდენი გემრიელი სახეობა. როგორც კი თქვენი ბავშვი შეეჩვევა კოვზით ჭამას, შეგიძლიათ ყოველდღიურად განსხვავებული საჭმელი მისცეთ. ერთ დღეს, მაგალითად, შეგიძლიათ ძროხის ხორცი სტაფილოსთან ერთად; შემდეგ, მაგალითად, ტკბილი სიმინდი ინდაურთან ერთად; სხვადასხვა ბოსტნეული, ხორცი და შიგადაშიგ თევზი ან ბოსტნეულის კერძები. ამ გზით გაამდიდრებთ ბავშვის რაციონს. .
რას უნდა მიაქციონ დედებმა ყურადღება ბოსტნეულის მენიუში?
აჭამეთ ბავშვს მცირე პორციებით(დაახ. 50 გ) ვიტამინი C-თი მდიდარი ხილი და ხილის წვენები, როგორც დესერტი. ეს ხელს უწყობს რკინის შეწოვას ბურღულეულიდან და ბოსტნეულიდან. რკინა მნიშვნელოვანი ელემენტია სისხლისთვის და ბავშვის გონებრივი განვითარებისათვის, ამიტომ დიეტის დაცვა აუცილებელია.
რომელი ვეგეტარიანული ინგრედიენტებიდან ვიღებთ მეტ რკინას?
ვეგეტარიანული მენიუები უნდა შეიცავდეს რჩეულ ინგრედიენტებს, როგორიცაა სასარგებლო მარცვლეული ნაწარმი (შვრიის და ფეტვის ფანტელები), როგორიცაა ამარანტი და ოსპი. ეს მარცვლეული წარმოადგენს ვეგეტარიანულ წყაროს რკინის მისაღებად. ვინაიდან რკინა ადვილად შეიწოვება მარცვლეულიდან და ბოსტნეულიდან , ამიტომ საჭიროა ბავშვს მივცეთ C ვიტამინით მდიდარი ხილი და ხილის წვენები. რამდენიმე პატარა კოვზი, როგორც დესერტია საკმარისი.