თევზი სასარგებლოა ჩვილთათვის
იგი არის მაღალი ხარისხის საკვები და რეგულარული დიეტის ნაწილი ევროპის უმეტეს ქვეყნებში. ასევე ჩვილის საკვებად აუცილებელია თევზეული საკვების მიღება რეგულარულად იმიტომ, რომ ეს არის ნუტრიენტების მნიშვნელოვანი წყარო. ზღვის თევზი არის მნიშვნელოვანი წყარო იოდის მიკროელემენტისა, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. ის აუცილებელია ჩვილის განვითარებისთვის. ცხიმიანი ზღვის თევზი- ორაგული, შეიცავს ძალიან ბევრ ძვირფას Omega-3-ის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ტვინისა და ნერვული უჯრედების განვითარებისათვის.
კვების რეჟიმი ყალიბდება ცხოვრების ძალიან ადრეულ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი შეეჩვიოს სწორ და ჯანსაღ კვებას, რა დროსაც თევზის პროდუქტების მიღება აუცილებელია. HiPP გთავაზობთ მინიმუმ ერთი თევზის კერძს კვების ყველა ეტაპზე, ამით ჩვილს უზრუნველყოფთ მრავალფეროვანი დიეტური საკვებით.გირჩევთ მისცეთ ბავშვს თევზის საკვები კვირაში ერთხელ.
მაშინაც კი,თუ ჩვილი ალერგიული რისკის მატარებელია, ნებადართულია თევზის საკვების მიცემა ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შემდეგ, რადგან იგი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომელიც ერთნაირად მისაღებია როგორც ალერგიული, ისე არაალერგიული ბავშვებისათვის. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვის განვითარების პირველ წელს თევზის პროდუქტებს გააჩნიათ ალერგიის განვითარების პრევენციის უნარი.
ალბათ ეკითხებით საკუთარ თავს, თუ საიდან მარაგდება თევზის პროდუქტებით HiPP-ის მენიუ?
მეტი წილი თევზისა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ შემოდის ზღვიდან და ჩვენს მიერ შერჩეული თევზის რეწვით ცნობილი რეგიონებიდან. თევზის მოპოვება ხდება საზღვაო სამეურნეო საბჭოს ლიცენზიით. ჩვენი მხრივ კი გარანტიას ვიძლევით მის ზომიერ მოპოვებაზე, რათა ზიანი არ მიადგეს თევზის მარაგს ზღვებსა და ოკეანეებში.
მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ თევზი რაოდენობრივად და ხარისხისხობრივად არ შეესაბამება ჩვენ სტანდარტებს, ჩვენ მასზე უარს ვამბობთ. თევზი, რომელსაც გვაწვდიან მოიპოვება მკაცრად გაწერილი ორგანული გეგმის მიხედვით, რადგან ჩვენ მოვიხმართ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ზღვის პროდუქტებს.
ყველა თევზი დაუყოვნებლივ მუშავდება სუფრთად და გამოიყინება შემდგომი დამუშავებისათვის და ბოლოს, სანამ თევზი ქილაში მოხვდება, ის გაივლის მრავალ ლაბორატორიულ შემოწმებას.