თქვენი ჩვილი სითხეს საკმარისად იღებს?
თუ რამდენი სითხე უნდა მიიღოს ბავშვმა, განისაზღვრება საკვების სახეობისა და ასაკის მიხედვით.
პირველ თვეებში ჩვილი იკმაყოფილებს შიმშილს და წყურვილს დედის რძით.მიეცით სითხე ან ჩაი დამატებით, თუ ის მეტისმეტად იოფლება, ან ბევრ სითხეს გამოყოფს.(მაგ. მაღალი სიცხის დროს) ხელოვნურ კვებაზე გადასვლის შემდეგ კი უკვე საჭიროა მისცეთ დამატებითი სითხეები საკვებთან ერთად. თავიდან პატარას ნაკლები მოთხოვნილება ექნება, რადგან ისინი ძირითად სითხეს მაინც რძის საშუალებით იღებენ. მესამე ხელოვნური საკვების მიცემის შემდეგ, კი მათ დასჭირდებათ დალევა ყოველი ჭამის შემდეგ.
6 თვის ბავშვი უკვე იღებს საშუალოდ ½ ლიტრ სითხეს, დედის რძესთან ან ფორმულის რძესთან ერთად. დასაშვებ სითხეებს მიეკუთვნება ონკანის წყალი, მინერალური და ჩვილის წყალი, აგრეთვე ჩვილის სპეციალური ჩაი, ორგანული წვენები და მინერალური წყალი, ორგანული ჩაი და წვენი, გაზავებული წვენი(1 წილი წვენი და 2 წილი წყალი). უკეთესია მისცეთ შუალედურ საკვებად, ან ჭამის შემდეგ და არა ჭამის წინ, რათა მადა არ დაეკარგოთ.