როგორ ვასწავლოთ ბავშვს კოვზით ჭამა
აიღეთ პლასტიკური კოვზი, ის თბილიც არის და რბილიც, ვიდრე ლითონის კოვზი. ის უნდა იყოს ვიწრო და ბრტყელი რათა იოლად მოთავსდეს პატარას პირში. შეუდექით სწავლებას, როდესაც ბავშვი შედარებით მოდუნებულია და არ არის ძალიან მშიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება არ მოეწონოს თქვენი სწავლება.
თავიდან მიეცით თხელი ბოსტნეულის პიურე-ფაფა, მაგალითად სტაფილოს, ძირთეთრას ან გოგრის, რომელიც იქნება ნამდვილად იდეალური. ჭამა კოვზით არის სრულიად ახალი თქვენი ბავშვისათვის და არც ისე მარტივია, ამიტომ უნდა გამოიჩინოთ მოთმინება. თუ, ბავშვს არ სურს ჭამა კოვზით, ნუ დააძალებთ და კვლავ სცადეთ მეორე დღეს, რათა მას მისცეთ ცოტა მეტი დრო შესაგუებლად.