ბალახის თამაშობანი
კატო კენგურუს ფერად-ფერად მდელოებზე ხტომა უყვარს.
აღმოაჩინე მისი იდეები ბალახში თამაშისთვის, აქ.
იყნოსე მახსოვრობის თამაში
მდელოზე ბავშვები ყველაფერს აგროვებენ, რისი მოპოვებაც მათ შეუძლიათ: ქორფა ბალახის ღეროებს, ზიზილებსა თუ ბაბუაწვერებს. შემდეგ ისინი თითოეულ მათგანს მისთვის განკუთვნილ ქილებში ათავსებენ. ( ერთი ქილა- ბალახის ღეროებისთვის, ერთი ქილა-ბაბუაწვერებისთვის და ა.შ ) მთავარი კი ისაა, რომ ქილა არაა გამჭირვალე ( ამისთვის შეგიძლიათ HiPP-ის მოხატული ან ქაღალდ-შემოკრული ქილები გამოიყენოთ ) ერთმანეთში აურიეთ ქილები და შემდგომ გახსენით. დახუჭული თვალებითა და ყნოსვით ეცადეთ გამოიცნოთ, რა დევს ქილაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ თხელი ყელსახვევით აუკრათ ბავშვებს თვალები, იმისათვის რომ არავინ მოიტყუოს. ნეტა ვის აქვს საუკეთესო ყნოსვის შეგრძნება?
აბა, გამასწარი!
პირველ რიგში უნდა აირჩიოთ „ფინიშის ხაზი", თუნდაც ეს იყოს დიდი ხე. შემდგომ უნდა დარწმუნდეთ, რომ მიწა რბილია და გზად არ გხვდებათ ქვები. შემდგომ-„ მზად ხარ, არ ხარ?- წავიდა! „ ნეტავ რომელი ბავშვი აჯობებს კატო კენგურუს მარდ სირბილში ?