იცოდით რომ „ჰიპი“ იცავს ჯუნგლებს გაჩეხვისგან?
HiPP–ს სურს დაიცვას ბუნებრივი რესურსები და შესაბამისად, იყენებს ეკოლოგიურად სუფთა საოფისე და სარეკლამო მასალებს. კომპანიაში ქაღალდი, საწერი მასალები, საბეჭდი მასალა და შეფუთვა თითქმის ყველა გადამუშავებულია.
როგორ ხდება ეს ყველაფერი პრაქტიკაში?
თითოეული „ჰიპის“ თანამშრომელი იღებს ტრენინგს კომპანიაში შესვლისთანავე. ტრენინგი მეორდება, ყოველწლიურად. რესურსების დაცვა მყარად ეფუძვნება მდგრადობის სახელმძღვანელო პრინციპებს. მიზნების მისაღწევად აუცილებელი ზომები სპეციალურ განყოფილებებში ხორციელდება. მაგალითად, „ჰიპი“ სთხოვს თანამშრომლებს მაქსიმალურად თავიდან აიცილონ ასლების გაკეთება. თუ ეს აუცილებელია, მაშინ უნდა გამოიყენონ გადამუშავებადი ქაღალდი. თითოეულ ელექტრონულ ფოსტაზე მოცემულია დანართი შემდეგი წინადადება: ”გთხოვთ, დაიცავით ჩვენი გარემო, დაბეჭდეთ ეს ელ.ფოსტა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში”.