ფუტკრები - ჩვენი აქტიური დამხმარეები - შეუცვლელი ჩვენს ცხოვრებაში.
რატომ არიან ფუტკრები ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანები.
ფუტკრების ბზუილს მოაქვს სიცოცხლე, თაფლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ტკბილი დანამატია ჩვენს ცხოვრებაში, მათი შხამი ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება მედიცინაში, ცვილისგან მზადდება სანთელი, რაც გვინათებს ბნელ საღამოებს და პროპოლისი - საუკეთესოა ჩვენი იმუნური სისტემისთვის.
ეს პატარა არსება ფასდაუდებელია ჩვენთვის, მათი საოცარი შრომისმოყვარეობით უდიდესი მიღწევები აქვთ და მსოფლიო მასშტაბით. მათი მთავარი ამოცანაა მცენარეების დამტვერვა. თაფლი ჩვენი ეკოსისტემის მნიშვნელოვანი საყრდენია. 80%-ზე მეტი ადგილობრივი აყვავებული მცენარე დამოკიდებულია დამტვერვაზე. ამ პროცესის გარეშე ბევრი მცენარე ვერ შეძლებდა არსებობას და ამას გარდა საფრთხე დაემუქრებოდა როგორც ჩვენს საკვებს, ასევე ფლორასა და ფაუნას.
ფუტკრები ფლორისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენენ. თავის მხრივ, მცენარის მტვერი და ნექტარი, ფუტკრის საკვებს წარმოადგენს.
ეს არის გაცემა-მიღების ციკლი. რამდენიმე წლის წინ მინდვრები და მდელოები მრავალფეროვანი, აყვავებული მცენარეების მდიდარ არჩევანს სთავაზობდნენ ფუტკრებს. მარცვლეულის მინდვრები შეიცავს ყაყაჩოს, სიმინდის ყვავილს და ბევრ სხვა ველურ ყვავილსა და ბალახს; მდელოები ყვავილების ფერადი ხალიჩა იყო. ამ სიმრავლის დიდი ნაწილი გაანადგურა მეურნეობის ინდუსტრიალიზაციამ.
ორგანულ მცენარეები დაიკარგა სტანდარტული მინდვრებიდან და ისინი მხოლოდ ყვითელი და მწვანეა. მდელოები გადაკეთდა ინტენსიურ საძოვრებად. ამის გათვალისწინებით, ფუტკარი ხშირად მშიერი რჩება და დამატებითი კვების გარეშე ისი ვერ შეძლებენ არსებობსას. სპრეის გამოყენება, როგორიცაა ინსექტიციდები და ჰერბიციდები, ასევე ემუქრება ფუტკარს. ამ ნივთიერებსბს შთანთქავენ ფუტკრები და შემდგომ ამას მიყავს ისინი დაღუპვამდე.
ფუტკრებზე ასევე გავლენას ახდენს გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეები. ეს ემუქება ბიოლოგიურ ბალანსს და ბუნებრივი მრავალფეროვნება საგრძნობლად იზღუდება. ფუტკრები სამწუხაროდ ვერ არჩევენ გენეტიკურად მოდიფიცირებულ და ბუნებრივ მცენარეებს. თავის მხრივ კი ეს მწერები, მათი ბუნებრივი დავალებების შესრულებისას ავრცელებენ მავნე ნივთიერებებს არა-გენეტიკურად მოდიფიცირებულ ადგილებში.
შემდგომი საფრთხები- გლობალიზაციის შედეგად მიღებული დაავადებები, პარაზიტები და ვირუსები. ჩვენი ფუტკარი არ ცნობს მათ და არ აქვს მათ წინააღმდეგ თავდაცვის მექანიზმი. ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია varroa mite (ტკიპა) აზიიდან. მეფუტკრეების მიერ მისი მკურნალობის გარეშე, ფუტკრები უბრალოდ დაიხოცებოდნენ.
ფუტკრის ცხოვრება
დაახლოებით 40 000 ათასი ფუტკარი ცხოვრობს სკაში. თითო კოლონიაში არის მხოლოდ ერთი დედოფალი. ის არის ზომით ყველაზე დიდი და მარტივად გამოსარჩევია, აქვს გრძელი ტანი და მოკლე ფრთები. მისი საქმე არის დღეში მხოლოდ 2000 კვერცხის დადება, რაც უზრუნველჰყოფს ფუტკრების პოპულაციის ზრდას. დედოფალი მის საბედოს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხვდება. ე.წ. საქორწინო ფრენა ჰაერში
კოლონიის უდიდესი ნაწილი შედგება მუშა ფუტკრებისგან.
მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია, იმაზე თუ რამდენად რთულია მათი სამუშაო. მუშა ფუტკრები ზრუნავენ დედოფლისა და მატლების (larvae) გამოკვებაზე. ისინი აშენებენ სკებს ფიჭიდან წარმოებული ცვილით, თაფლს კი ამზადებენ ნექტარით. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ მუშა ფუტკარი ხდება მფრინავი ფუტკარი. ისინი დაფრინავენ და აგროვებენ ნექტარს, ყვავილების მტვერს, წყალს და ყველაფერი მიაქვთ სკაში. თითოეულ სკაში 1000 მდე მამალი ფუტკარია- მათ არ აქვთ ნესტარი და მათი ერთადერთი ფუნქცია დედა ფუტკრის განაყოფიერებაა. მათ არ შეუძლიათ გამოიკვებონ თავად, ამიტომ მათზე მუშა ფუტკრები ზრუნავენ. ისინი კვდებიან შეჯვარების შემდეგ, ან ზამთარში, როდესაც არ აქვთ საკმარისი საკვები და გადიან გარეთ.
ფუტკრები, ბზიკები და პეპლები შეუცვლელი არსებები არიან. გარდა დამტვერვისა, ისინი ცხოველებისა და მცენარეების მრავალფეროვნებას უზრუნველჰყოფენ. მეურნეობასთან მკაფიო კავშირი ჩანს მათი ღირებული შრომისა: გაზაფხულზე დატვერვის გარეშე, ჩვენ შემოდგომით, როდესაც მივიღებდით ვაშლის მოსავალს იქნებოდა უფრო დაბალი ხარისხი. ველური მცენარეებთან ერთად ურთიერთდამოკიდებულებული ურთიერთობის. სხვა ბევრი მაგალითი გვაქვს. ფუტკრებს გადარჩენისთვის სჭირდებათ საკმარისი ადგილი და საკვები ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. მებაღეებს აქვთ მრავალი შესაძლებლობა, რათა თავიანთ ბაღებში უზრუნველჰყონ სივრცე და საკვები ყვავილების ვიზიტორებისთვის.
როგორ დავეხმაროთ ფუტკარს::
- ვიყიდოთ ორგანული პროდუქტები
- ვიყიდოთ ადგილობრივი თაფლი www.heimathonig.de
- დავასპონსოროთ ფუტკარი www.beegood.de
1. სამზარეულოს ბაღი
ახალი მწვანილი არა მხოლოდ გემრიელი ინგრედიენტია ჩვენს საკვებში, მწერებსაც ძალიან უყვართ. ბოსტნეული, მაგალითად სტაფილო, ხახვი, პრასი, საოცრად ლამაზია როდესაც ყვავილობს, რაც ასევე იზიდავს ფუტკარს, ბზიკს და ა.შ
2. ყვავილების ბაღი
ბევრი ბუჩქი და ყოველწლიური ან ორწლიანი ზაფხულის ყვავილები, არის საუკეთესო ნექტარი და მტვერის მომმარაგებელი. მწერებისთვის მნიშვნელოვანია რომ ყვავილი არ იყოს „სავსე“. გაზაფხულზე განსაკუთრებით შესაფერისია მცენარის ბოლქვები (მაგ. ენძელა, ზაფრანა, ლილია, ნარცისი). ფუტკრებისთვის მეტად საინტერესოა კომპოზიციური მცენარეების უემტესობა (მაგ. ასტერი, მზესუმზირა, გეორგინა, ბალბა, რეზედა). თქვენ ფუტკრების მოზიდვა ასევე შეგიძლიათ აივნებითა და ქოთნის მცენარეებით (მაგ.რეზედა, მაჩიტა, გულყვითელა, დილის დიდება). თუ შესაძლებელია დარგეთ მწერებისთვის მიმზიდველი მცენარეები.
3. ხეები და ბუჩქები ბაღში
აყვავებული ხეები და ბუჩქები უკვე გთავაზობთ მწერების საკვებს ადრეულ გაზაფხულზე. მშობლიური სახეობები ამარაგებს ყვავილებსა და ხილს. შესაფერისია შემდეგი სახეობები: ხილის ხეები, კენკრის ბუჩქები, შინდი, მოცხარი და ა.შ. დამატებითი ინფორმაცია თემაზე შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:www.bluehende-landschaft.de