შეფუთვა - ეკოლოგიური გადაწყვეტილებები
„ჰიპი“ მაქსიმალურად ცდილობს შეამციროს რესურსები და გამოიყენოს შეფუთვისთვის მინიმალური მასალა. ყოველი ახალი შეფუთვა წინაზე მეტად ეკოლოგიურია. მეორადი შეფუთვისთვის გამოიყენება მხოლოდ ბიოდეგრადირებული მასალა.
ერთჯერადი vs მრავალჯერადი
გერმანიაში, ფრაიბურგის გამოყენებითი ეკოლოგიის ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ „ჰიპის“ ერთჯერადი ქილა მეტად ეკოლოგიურია, ვიდრე მრავალჯერადი გამოყენების. მრავალჯერადი შეფუთვა ძირითადად ამართლებს სასმელების ინდუსტრიებში, როდესაც გამოიყენება სტანდარტული შუშის ქილები. ამ დროისთვის, შეუძლებელია მეორადი შეფუთვის ეკოლოგიურად სასარგებლო სისტემის შემუშავება, რომელსაც გამოვიყენებთ ბავშვთა კვებაში. ტესტის შედეგების საფუძველზე, „ჰიპმა“ დააჩქარა ერთჯერადი ქილების არსებული სისტემის ეკოლოგიური ოპტიმიზაცია. მაგალითად, 8 წლის განმავლობაში წონა შეამცირა დაახლოებით 15%-ით.
პლასტმასისა და შუშის შედარება
ფრაიბურის კვლევითმა ინსტიტუტმა „ჰიპს“ დაუკვეთა ასევე პლასტმასისა და შუშის შეფუთვების ეკოლოგიური ასპექტების გამოკვეთა, რადგან 2010 წლიდან, „ჰიპს“ ასორტიმენტში წარმოდგენილი აქვს ასევე თასები. პლასტმასს შუშასთან შედარებით გააჩნია წონის უპრირატესობა. პლასტმასის შემოტანით, 2010 წელს შუშის შეფუთვის რაოდენობა შემცირდა 18%-ით 2009 წელთან შედარებით. HiPP-ის თასების წარმოება გაიზარდა საშუალოზე მაღალი მოთხოვნის გამო.
FSC და გადამუშავებული ქაღალდი
„ჰიპი“ იყენებს FSC-სერთიფიცირებულ ქაღალდს, იმ პროდუქტებთან, რომლებსაც მათთან უშუალო შეხება აქვთ, მაგალითად ჩაისთან. ნარჩენების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად იყენებენ ბუნებრივ მელნებს, როგორიცაა მინერალურ ზეთზე დაფუძნებული საბეჭდი მელანი, რძისთვის გამოიყენება მცენარეული მელანი და ა.შ.