ხარისხის ინსპექტირება
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ ყურადღებით შერჩეულ ინგრედიენტებს ვიყენებთ, ოპტიმალური ხარისხის უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა შემოწმების მჭიდრო ქსელია.
260-მდე შემოწმება
თითოეული ქილა 260-მდე ტესტს გადის შესამოწმებლად, დაწყებული ნიადაგის ანალიზიდან, ნედლეულისა და მზა პროდუქტების ანალიზებამდე. როდესაც ვიღებთ ნედლეულს, ხდება მათი შემოწმება ჩვენი თანამშრომლების მიერ და მხოლოდ საუკეთესო პროდუქტებით ხდება წარმოება.
„ჰიპის“ ლაბორატორია - მისაბაძი მაგალითი ევროპისთვის
გამოიყენება თანამედროვე ანალიზის მეთოდები, რათა უზრუნველვყოთ ნედლეულის, ინგრედიენტებისა და პროდუქციის საუკეთესო ხარისხი. კომპანიის საკუთარი აკრედიტებული ლაბორატორია ერთ–ერთი საუკეთესოა ევროპაში და შეუძლია 1200–ზე მეტი პარამეტრის ანალიზი. ყველა ამ ზომის გათვალისწინებით, „ჰიპს“ შეუძლია თავისი პროდუქციის შეუდარებელი ხარისხის უზრუნველყოფა. ყველა პროდუქტის შემოწმება და ცუდის გამორიცხვა „ჰიპის“ ფილოსოფიაა.